სამართალი
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის პროცესი გადაიდო
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მოლაშვილის რიგით მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე უძღვებოდა.

გიორგი მოლაშვილის ინტერესებს ორი ადვოკატი იცავს. ისინი პროცესზე არ გამოცხადდნენ და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს სხდომა გადადებულიყო.  პროკურორმა აღნიშნა, რომ პროცესის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად საქმეში მესამე სახაზინო ადვოკატი ჩაერთოს, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს თავდაპირველად იცავდა . საბოლოოდ, მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ რომ 19 წლის გიორგი მოლაშვილი სამართალდამცველებმა 3 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ყვარელში დააკავეს. მას ბრალი 353- ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი მოლაშვილი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველები ყვარლის რაიონულ სამმართველოში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google