სამართალი
უზენაეს სასამართლომდე მისული სპორტკომპლექსის საქმე
გურჯაანის სპორტკომპლექსთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობასა და შ.პ.ს “თემას” შორის დავას უზენაესი სასამართლო, მხარეთა დაუსწრებლად, განიხილავს. პირველ ინსტანციაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროცესი მოიგო, რაც შპს “თემამ” სააპელაციოში გაასაჩივრა. აღნიშნული ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორივე მხარემ სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია შპს “თემამ” 2012 წელს დაასრულა, თუმცა ობიექტი ნაწილობრივ ფუნქციონირებს. მიზეზი არსებული ხარვეზებია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, კომპლექსში ექვსი ტიპის დარღევაა.

„შესასვლელი ფილები ამორტიზებულია, საცურაო აუზი წყალის ნაკადს ვერ იკავებს. როგორც კომპანიამ გვითხრა, ხარვეზის აღმოფხვრა მოხდა. ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციით, კიდევ ჩავასხით წალი, თუმცა ისევ იგივე მდგომარეობაა. დარბაზში წყალი ჩამოდის და იატაკი ამობურცულია. კედელს უნდა ჰქონოდა სპეციალური სისტემა, რაც წყლის ნაკადის გასვლას მოახდენდა, მაგრამ კედლის დატენიანება ხდება, რაც კოროზიას იწვევს. ვითხოვთ, რომ შპს თემამ ეს ხარვეზები აღმოფხვრას.“- განაცხადა გამგებლის მოადგილემ ალექსნდრე ყვირალაშვილმა.

არაკომერციული-არასამეწარმეო იურიდიული პირი სპორტკომპლექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა. ა.ა.ი.პ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გასულ წელს 67 800 ლარით, ხოლო მიმდინარე წელს 67 000 ლარით დაფინანსდა. სპორტკომპლექსში 17 ადამიანია დასაქმებული,
„კომპლექსი ნაწილობრივ ფუნქციონირებს, არის კალათბურთის, კარატის, რაგბის წრე, ზოგი ტრენაჟორებით სარგებლობს, ფეხბურთის გუნდიც აქ ვარჯიშობს. ტარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრებები. აუზი არ ფუნქციონირებს, წყალი ჩავასხით და თითო ღამეში 50 ტონა წყალი დაიკლო, სულ 700 ტონა ეტევა. ვერ ვნახეთ საიდან გასდის, კანალიზაციაც კი არ არის გაყვანილი.“- აღნიშნა სპორტკომპლექსის დირექტორმა არკადი სონღულაშვილმა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულებისთვის შპს "თემას" 2 845 317 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მას 2 593 388 ლარი გადაუხადეს. შპს "თემა-მ" პროკურატურაში სარჩელი 2013 წელს შეიტანა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებით დახარჯული თანხის დაბრუნებას ითხოვდა.

სპორტკომპლექსის საქმე ამ დრომდე განხილვის პროცესშია. უცნობია, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო.
speqtri.ge შპს „თემასთან“ დაკავშირებას ცდილობს, ახალ დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.


| Print |
FaceBook Twitter Google