სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა ვერხვის სახეობის ხე-ტყე.
სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც, სადაც მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა რცხილას სახეობის ხეები.

შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება რაიონულ სასამართლოში.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხე ტყე /