სამართალი
ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სახერხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო გადასამუშავებლად გამზადებული 5 კბმ წიფლის სახეობის მეორე ხარისხის საშეშე მერქანი და ასევე 45 კვმ პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფრიზა).

უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.

| Print |
FaceBook Twitter Google