სამართალი
15 წლის ორსულის მეუღლეს პირობითი სასჯელი შეეფარდა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის ორსული გოგონას მეუღლის ცისკარა გაბრელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
პირველივე მოსმენაზე მოსამართლე ირაკლი ბონდორენკომ ბრალდებულს 3 წლიანი პირობითი სასჯელი და 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა.

- “მადლობა მინდა გადავუხდო პროკურორს, მოსამართლესა და ადვოკატს, რომ ჩვენი ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინეს. ჩემი შვილისთვის პატიმრობა რომ  შეეფარდებინათ, ბავშვი როგორ უნდა გაგვეზარდა?!“- განუცხადა speqtri.ge-ს ბრალდებულის დედამ თამარ გაბრელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზის გულში მცხოვრებ  ცისკარა გაბრელაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 140- მუხლით (სქესობრივი კავშირს 16 წელს მიუღწეველთან) იყო აღძრული, რაც  7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google