სამართალი
შს მინისტრის საყვედური პოლიციელს ფეისბუქის სტატუსის გამო
გენინსპექციამ შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბაკურ ბაკაშვილის საქმის შესწავლა დაასრულა.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუმარტეს, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მას  სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

პოლიციელმა 2016 წლის 8 იანვარს შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "უახლოეს ხანში ჩემი შვილი, უფროსი გოგო, 7 წლის ლილე ბაკაშვილი მიმყავს ღორზე სანადიროდ და საქართველოში ყველა სამსახურს ვურჩევ წინ არ გადამეღობონ, იქ ჩემი შვილი იქნება"

მომდევნო კომენტარები კი სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა მუქარად აღიქვა.

- "ვაი რომ ცხელ ტყვიას გავუტარებ შუბლში და მერე იკითხონ ვის რამხელა პატრონი ჰყავს. გამზრდელს ავუფეთქებ ყველას, მაგ დროს არ მომინდომონ სამსახურებრივი ჩათვლები, პლიუსები და პრემიები, კუბოში ჩავაწვენ ყველას."-
წერდა ბაკაშვილი და speqtri.ge-სთან პირად საუბარში აღნიშნავდა, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია. მისი თქმითვე, ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებიც თითქოს უკანონო ნადირობას ასახავდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ არც მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში ყოფილა საუბარი.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაკურ ბაკაშვილმა speqtri.ge-სთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ის მუშაობას კვლავ შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში აგრძელებს.



| Print |
FaceBook Twitter Google