სამართალი
იარაღის შეძენა-შენახვისთვის პიროვნება დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ჯონი კ. გორის რაიონის სოფელ რუისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჯონი კ-ს საცხოვრებელი სახლიდან, "ა-კა-ეს"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "პარაბელუმის" მოდელის 2 პისტოლეტი, "ვალტერის" სისტემის 2 პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google