სამართალი
საგარეჯოში 15 წლის ორსულის მეუღლეს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
15 წლის ორსული გოგონას მეუღლე, 28 წლის ბიჭი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს.
მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 140- მუხლით (სქესობრივი კავშირს 16 წელს მიუღწეველთან) აღიძრა.
ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბავი ერთ-ერთმა გადაცემამ გააშუქა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გოგონამ ცხრა კლასის შემდეგ სწავლა შეწყვიტა.
აღნიშნულთან დაკავშირებით speqtri.ge სიძის დედას თამარ გაბრელაშვილს ესაუბრა.

-„მალე ერთი წელი გახდება, რაც ოჯახი შექმნეს. ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს და დაახლოებით ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ. არ ვიცოდით თუ ეს კანონი უნდა მიეღოთ, თორემ არ მოიყვანდა, ხელს არ შევუწყობდით. იმიტომ მოვუწადინეთ, რომ რვა შვილის დედა ვარ, 12 შვილიშვილის ბებია, მეცამეტე შვილიშვილიც მინდოდა. პოლიციაში 25 თებერვალს დაგვიბარეს. გოგო ექვსი თვის ფეხმძიმეა, სოციალურად დაუცველები ვართ. ჩემი შვილი რომ დააკავონ, როგორ უნდა შევინახოთ ბავშვი, რა უნდა ვქნათ, მეც ინვალიდი ვარ. ჩემო ოჯახი მთლად დაიღუპება.“- აღნიშნა მან.

აქვე განვმარტავთ, რომ 11 პრიმა 140-ე მუხლი 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეს საგარეჯოს შს რაიონული სამმართველო იძიებს.

| Print |
FaceBook Twitter Google