სამართალი
ყვარელსა და ახმეტაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ . მათ მოპოვებული ჰქონდათ 5 კგ ხრამულის, 0,7 კგ მურწის და 9,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

ჩამორთმეული და დალუქული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის იარაღები.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
| Print |
FaceBook Twitter Google