სამართალი
ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის სიღნაღელი მამაკაცი დააკავეს
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ტიბაანში 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავეს. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა, გიორგი ხ-ს პირადი ჩხრეკისას, 2 აბი "სუბოქსინი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,016 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი ხ-ს სისხლში ბუპრენორფინის კვალი აღმოაჩნდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
| Print |
FaceBook Twitter Google