რეკლამა
ყურძნის ჩასაბარებლად გლეხს შუამავალი არ სჭირდება [R]
rtveli2013საქართველოში კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი. ასეთი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენთან მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის. კახეთში აქედან ძირითადად გავრცელებულია რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, საფერავი და ა.შ. როგორც ჩვენთან საუბარში "რთველი 2013"-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კახეთში ძირითადად რქაწითელი და საფერავი დომინირებს. "ვენახების ყველაზე დიდი ფართობი საფერავსა და რქაწითელს უკავია. ასევე გავრცელებულია "მანავის მწვანე~, რომელსაც სინამდვილეში "მწვანე კახური" ჰქვია. ეს ჯიში ძირითადად საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის რაიონში გვხვდება. რაც შეეხება დანარჩენ სახეობებს, კახეთის რვავე რაიონში თანაბრად არის გადანაწილებული," _ გვითხრა მან. მისივე თქმით, ჩვენს რეგიონში კომპანიების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა, მაინც საფერავსა და რქაწითელზე მოდის. -"საფერავი წითელი ყურძნის ვაზის სახეობებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ის საუკეთესო ღირსების წითელ საღვინე ჯიშს მიეკუთვნება. კახეთის მიკროზონებში, როგორიცაა მუკუზანი, ახაშენი, ხაშმი, ნაფარეული, ყვარელი და სხვა, მოწეული ყურძნისგან მიღებული ღვინო დამახასიათებელ არომატს და გემოს იძენს. ამ ჯიშისგან მზადდება საუკეთესო ღვინოები: "მუკუზანი", "საფერავი", "ახაშენი", "ქინძმარაული", რომლებიც შეიძლება ქართული მეღვინეობის მარგალიტებად ჩაითვალოს. ასევე უნივერსალური თეთრი ყურძნის ჯიშია რქაწითელი. რომელიც საქართველოს დიდ ნაწილშია გავრცელებული, ძირითადად კი კახეთში. ის მშრალი, ნახევრად ტკბილი, საშამპანურე და საბრენდე ღვინომასალების მისაღებად გამოიყენება.Mმისგან მზადდება ასევე სამარკო ადგილწარმოშობის ღვინოები: "ვაზისუბანი" და "წინანდალი." rtveli2013,5ლევან დავითაშვილის განმარტებით, საბრენდედ კომპანიები დაბალფასიან შერეულ ჯიშებსაც იყენებენ. აღნიშნული ეტაპისთვის ამ დანიშნულებით დაახლოებით 5-6 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. -"ბრენდი არის გამოხდილი ღვინო, რომელიც დავარგებულია და ამის შემდეგ მისგან აკეთებენ მაღალალკოჰოლურ სასმელს. ამისთვის შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ჯიშის ყურძენი. ცნობილი სამარკო დასახელების ბრენდები კი მზადდება ისეთი ჯიშის ყურძნისგან, როგორიცააა: მწვანე კახური, რქაწითელი და საფერავი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ჩვეულებრივ სუბსიდირდება. სამივე ჯიშს ყველა კომპანია იბარებს. რაც შეეხება წარაფს, ანდა გავრცელებულ იშვიათ ჯიშებს, რომელსაც მოსახლეობა განსაკუთრებულ სახეობად მიიჩნევს, იგივე რქაწითელია და ფასიც, შესაბამისია." რაც შეეხება ღვინის რეალიზაციას, ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთისა და ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა მარკის ქართულ ღვინოებზეა მოთხოვნა. -"ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოპულარულია მაგალითად: ქინძმარაული, ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი. რაც შეეხება ფასს, გააჩნია ღვინოს, მათი ღირებულება საშუალოდ 2-დან 4 დოლარამდე მერყეობს." მან ასევე არაქართულ ჯიშის ყურძენზეც ისაუბრა. -"საუკენეზე მეტია, რაც საქართველოში ადგილობრივ აბორიგენულ ვაზის ჯიშებთან ერთად, უცხოური სახეობებიც გააშენეს. მაგალითად: ალიგოტე, პინო, კაბერნე სოვინიონი და სხვა, რომელიც სუბსიდირებული არ არის. ის არ გახლავთ ქართული ჯიშის, მცირედია და ამიტომ დარაიონებაში ვერ ხვდება." ლევან დავითაშვილის თქმით, რთველი ამჟამად ყველაზე ინტენსიურად საგარეჯოს რაიონში მიმდინარეობს. -"აქამდე რთველი დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღისა და ყვარლის რაიონში იყო, ეხლა კი ინტენსიურად საგარეჯოში ხდება ყურძნის კრეფა, რადგან იქ ყველაზე გვიან მწიფდება. საგარეჯოსთან ერთად რთველი ახმეტაშიც დაიწყო. ღვინის კომპანიების უმრავლესობამ ყურძნის მიღება უკვე დაამთავრა, რადგან ძირითადი მარაგი აღებული აქვთ. თუმცა დაახლოებით 20-მდე ქარხანა კიდევ განაგრძობს მოსავლის მიღებას. ისინი გადანაწილებულია შემდეგ რაიონებში: სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი და ახმეტა. ფაქტობრივად ინტენსიური კრეფა 10 დღეში უნდა დასრულდეს. თუმცა შეიძლება, რომელიმე კერძო მევენახემ თავისთვის რაღაც დაიტოვოს და მოგვიანებით ჩააბაროს, ამიტომ ბოლომდე მაინც ვერ განვსაზღვრავთ რთვლის დასრულების თარიღს," _ აღნიშნა მან. შტაბის ხელმძღვანელმა იმ საკითხზეც ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში დილერებთან დაკავშირებით გავრცელდა. კერძოდ, გლეხები საუბრობენ იმის შესახებ, რომ კონკრეტული პირები მათგან იაფად შეძენილ ყურძენს ქარხნებში თავად ძვირად აბარებენ. -"ასეთი შემთხვევები მართლაც დაფიქსირდა. დილერები ცდილობენ ყურძენი იაფად იყიდონ და მომატებულ ფასში ჩააბარონ. ამიტომ მოვუწოდებ ყველა მევენახეს, თვითონ სცადოს კომპანიებთან ურთიერთობა, რომ შუამავალი აღარ დასჭირდეს.Aასეთ შემთხვევაში კომპანიაც ზარალდება და გლეხიც. ზოგადად, ეს ფაქტი იმანაც გამოიწვია, რომ ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, შუამავლის გარეშე მოსავალს ვერ ჩააბარებთო. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. გლეხებს მოსავლის ჩაბარებაში ხელს არავინ უშლის. ვერ გეტყვით კონკრეტულად მიზეზი რა არის, მაგრამ ზოგს მიამიტურად სჯერა ვიღაცის, ზოგს ტრანსპორტით უზრუნველყოფას სთავაზობენ, რაზედაც ნაკლები ძალისხმევა უწევთ." მისი განმარტებით, ამ ფაქტების შესახებ მათთვის კომპანიებისგან და თვითონ ფერმერებისგან გახდა ცნობილი. თუ იქნება ასეთი შემთხვევა, მაშინ ფერმეფერები ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდნენ და შტაბის თანამშრომლები დახმარებას გაუწევენ. ამავე თემაზე სწორი მენეჯმენტი – “რთველი 2013″-ის წარმატების გარანტი[R] “რთველი 2013″-გარდამავალი ეტაპი მეღვინეობის დარგში [R] ჭარბი ყურძნის მიღება-გადამუშავება რუსეთის ბაზრის გახსნამ გამოიწვია [R] მინისტრის თქმით, ბაზარზე მთავარი მოთამაშე კერძო სექტორია [R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01.11.2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03.10.2024
ლიტერატურული პრემია
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03.10.2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.