რეკლამა
მინისტრის თქმით, ბაზარზე მთავარი მოთამაშე კერძო სექტორია [R]
"რთველი-2013"-ის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. "სპექტრთან" საუბრისას მიმდინარე პროცესი სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ შეაფასა. მისი განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2013 წლის შემოდგომა განსაკუთრებით შემოსავლიანი იყოს კახელი გლეხისა თუ მეწარმისათვის. შალვა ფიფიამ "სპექტრთან" აქცენტები იმ საკითხებზე გააკეთა, რაც "რთველი 2013"-ს გასული წლების ამ სეზონისგან განასხვავებს.მან მეწარმის დასახმარებლად ამუშავებულ შეღავათიან აგროკრედიტზე და სუბსიდიის შეცვლილ მექანიზმზე მიანიშნა. -"კახეთის ყველა რაიონში, საგარეჯოს გარდა, აქტიურად მიმდინარეობს რთველი. წელს პრინციპულად შეიცვალა მიდგომები. რამდენიმე ძირითადი განსხვავებაა: ერთი ის, რომ შევქმენით სპეციალური საკრედიტო პროდუქტი ღვინის კომპანიებისთვის. მათთვის, ყურძნის საყიდლად შეღავათიანი კრედიტი ხელმისაწვდომი გახდა. ასევე შეიცვალა სუბსიდირების სქემა. წელს სუბსიდია პირდაპირი წესით ხდება _ რქაწითელზე, საფერავსა და მწვანე კახურზე და არა ვაუჩერების გზით." shalva fifia რთვლის პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის მინიმუმამდე დაყვანას მინისტრი კიდევ ერთ მიღწევად მიიჩნევს. -"წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ უხეში ჩარევის მაგალითები გვქონდა. ყურძნის ძირითადი შემსყიდველი სახელმწიფო ქარხნები იყვნენ. ინდუსტრიული მოსავლის დაახლოებით 64% სახელმწიფო კომპანიებმა ჩაიბარეს. უხეშადUჩაერივნენ და ბაზარზე დააწესეს ფასები. წელს კი ძირითადი მოთამაშე კერძო სექტორია." შალვა ფიფია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში კომპანიები ყურძნის მიღებას არაკონდიციურ ფაზაში იწყებდნენ. -"სამწუხაროდ, წინა წლებში გვქონდა პრაქტიკა, რომ რთველი ყურძნის ტექნიკური სიმწიფის მიღწევამდე იწყებოდა. უმწიფარი ყურძენი ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე მწიფე, კონდიციური. საბოლოო პროდუქტი არ იყო ხარისხიანი. წელს ჩაბარება კონდიციური სიმწიფის შემდეგ ხდება." "სპექტრთან" საუბრისას მინისტრმა ასევე განმარტა, რატომ გახდა წელს სუბსიდიის პროგრამის გამოყენება საჭირო, მაშინ, როდესაც ახალი მთავრობა აღნიშნული პროგრამის გაუქმების საკითხს განიხილავდა. შალვა ფიფიას თქმით, არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, სუბსიდია მომავალი კვირიდან აღარ იყოს საჭირო. -"ჩვენთვის გარდამავალი წელია, ძალიან დიდი მოსავალია. დაახლოებით 140-150 000 ტონაზეა საუბარი. შესაბამისად, დავტოვეთ სუბსიდიის მექანიზმი, იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს მევენახეებს, მეღვინეებს, რათა ეს სექტორი ფეხზე დადგეს. თუმცაღა, თუ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ _ ასეთი მზარდი მოთხოვნა _ შესაძლებელია, მომავალ წელს სუბსიდია აღარ იყოს." სოფლის-მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კახეთში 60-ზე მეტი საწარმო იბარებს ყურძენს. "ბოლო ექვსი დღის განმავლობაში კახეთის მასშტაბით დღე-ღამეში ქარხნები 4 000 ტონამდე ყურძენს მიიღებენ. ეს ძალიან მაღალი რიცხვია. შემიძლია გითხრათ, რომ გასული 15-20 წლის მანძილზე ჩაბარების ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა,~ _ გვითხრა მან და აქვე დასძინა: `ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ექსპორტი 43%-ია, აქედან ნახევარი რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგია." მინისტრის თქმით, შეიცვალა სამინისტროს მიდგომა და მევენახეების დიფერენცირება აღარ ხდება. "ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ "ფაშისტების" თემა. წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, მსხვილი მევენახეების ყურძნის მიღება ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა. წელს ასე აღარ არის. არანაირი პრინციპული განსხვავება არაა 7, 5, თუ 10 ჰექტრის მფლობელ მევენახეს შორის. ყველა მათგანს ქარხანაში ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ერთნაირად აქვს." შალვა ფიფია ამბობს, რომ მოსავლის მაღალი ხარისხი პირდაპირ კავშირშია სამინისტროს მიერ გახნორციელუბულ იმ პროგრამასთან, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო. "წელს უპრეცედენტო მასშტაბის საგაზაფხულო პროგრამა ჩატარდა. ფერმერებს, მევენახეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მცენარეთა დაცვის საშუალებები. ასევე, სამ მილიონზე მეტი ნერგია წელს გაყიდული. ეს ნიშნავს დამატებით ათასი ჰექტარის გაშენებას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინდუსტრია ფეხზე დადგეს." სოფლის მეურნეობის მინისტრი პირობას დებს, რომ ქართული ღვინო გახდება საინტერესო პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე, მევენახეს კი ექნება საშუალება მიიღოს ღირსეული შემოსავალი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01.11.2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03.10.2024
ლიტერატურული პრემია
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03.10.2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.