რეკლამა
"რთველი 2013"-გარდამავალი ეტაპი მეღვინეობის დარგში [R]
levan davitashvili2სოფლის მეურნეობის სამინისტო კახელ გლეხებს პირობას აძლევს, რომ "რთველი 2013" გასული წლებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება და ფერმერი საკუთარი შრომის რეალურ შედეგს იხილავს. ამ ეტაპზე გლეხებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე "სპექტრს" ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ესაუბრა. "რთველი 2013" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაიწყო. ცოტა ხანში კი კახეთის დანარჩენი რაიონებიც ჩაერთვება. ფერმერებს განსაკუთრებით ყურძნის რეალიზების საკითხები აინტერესებთ. -"ამ ზაფხულს, ივლისში, როდესაც რთვლის დაგეგმვა დავიწყეთ, კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალი მოთხოვნა იყო. ამის შემდეგ რიგი ღონისძიებები დავგეგმეთ _ ეს არის სუბსიდირება და იაფი კრედიტი. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა არსებული სურათი და დღეს მოთხოვნა ბევრად დიდია. გაწერილი გვაქვს, ყურძნის ჯიშების მიხედვით კომპანიები რა ოდენობის პროდუქტის შეძენას აპირებენ. რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე არის ის სამი ძირითადი ინდუსტრიული ჯიში, რომელიც ყველა საწარმოს აინტერესებს," _ გვითხრა ლევან დავითაშვილმა. კახეთში რთველი დედოფლისწყაროს რაიონიდან იწყება. იქ მოწეული ყურძნის შაქრიანობა მაღალია, თუმცა სიმჟავის მაჩვენებელი _ დაბალი. გასულ წლებში ფერმერებს ამ მიზეზის გამო ყურძნის ჩაბარება უჭირდათ. თანაც ამ დროისთვის ღვინის კომპანიებიც არ იყვნენ მზად პროდუქტის მისაღებად. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ფერმერებს წელს ასეთი პრობლემები აღარ ექნებათ. -"დიახ, ამ რაიონში ისეთი არ არის ყურძენი, როგორც სხვა მიკროზონებში. თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდია და პროცესიც იმდენად კოორდინირებულად მიდის, მერწმუნეთ, პრობლემა არ არსებობს. მოთხოვნა არის ადეკვატური და ყურძენი უპრობლემოდ ბარდება." სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სუბსიდირების პროგრამა ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის, მაგრამ "რთველი 2013" გარდამავალ პერიოდს დაემთხვა და სხვაგვარად ვერც მოხდებოდა. -"სუბსიდია არ არის ჯანსაღი სისტემა. ჩვენი ინდუსტრია იმდენად გამართული უნდა იყოს, რომ სუბსიდირება არ დასჭირდეს. ახლა წინა წლების პრობლემების მოგვარება ხდება. ბევრი რამ შეიცვალა. ღვინის კომპანიებს იაფი საკრედიტო სერვისის საშუალება გაუჩნდათ. რუსეთის სახით ახალი ბაზარი გაიხსნა. წელს არის გარდამავალი ეტაპი და ფაქტობრივად რეანიმაციისთვის მივიჩნიეთ, რომ სუბსიდია მაინც საჭიროა. შემდეგ წლებში დარგი იმდენად გაძლიერდება, რომ სახელმწიფოს როლი მინიმუმამდე დავა," _ გვითხრა ლევან დავითაშვილმა და მეღვინეობის სფეროში სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა. -"ხელისუფლების ძალისხმევა სხვა კუთხით იქნება მიმართული. მაქსიმალურად უნდა მოხდეს უცხოური ბაზრების ათვისება და არა მხოლოდ რუსეთის, რომელიც პრინციპში ტექნიკური საკითხი იყო. საჭიროა ქართული ღვინის პოპულარიზაცია _ ცნობადობის გაზრდა. შესაბამისად, გაყიდვის მეტი საშუალება იქნება. ეს შექმნის ნორმალურ კონიუნქტურას ბაზარზე და იმედია, მომავალ წელს სახელმწიფო დანამატის საჭიროება აღარ იქნება." მისივე თქმით, რამდენიმე კომპანია აუცილებლად ჩაიბარებს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს, თუმცა სახელმწიფო მასზე სუბსიდირებას არ მოახდენს, რადგან ეს არაქართული ჯიშების მოშენებას წაახალისებს. -"ჩვენ არ ვუწყობთ ხელს ჰიბრიდების პოპულარიზაციას, როდესაც 500-ზე მეტი უნიკალური ადგილობრივი ჯიში გვაქვს. ასეთ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის გადაშენების გზაზე დავდგებით. ეს არის ის, რითიც ამაყები ვართ ქართველები. ჩვენი პროგრამაა, რომ ქართული ჯიშები აღვადგინოთ და დავაბრუნოთ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საუკუნეების მანძილზე ხარობდა." თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ჰიბრიდულ ყურძენს რამდენიმე კომპანია მაინც ჩაიბარებს, რომ გლეხი არ დაზარალდეს. -"ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სოციალურ გარემოს, რომელიც ქვეყანაშია. სპეციალურად შერჩეულ ქარხნებში მოხდება ჰიბრიდის გადამუშავება, რომელიც საბრენდე სპირტად იქნება გამოყენებული. ეს მოხდება ყვარელსა და გურჯაანში. ჩვენ ვაცნობებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას კონკრეტული კომპანიების შესახებ, თუ სად რა ჯიში ჩაბარდება და რა ფასად მიიღებენ ჰიბრიდს." ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ცალსახად აღნიშნა, რომ სახელმწიფო დანამატი გავრცელდება მხოლოდ სამი სახეობის ყურძენზე _ რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე. -"რთველი ეხლა იწყება. ჯერ ოთხი-ხუთი ოპერირებადი კომპანიაა. ყოველ წუთს ემატება კომპანიები და ის ინფორმაციები, რომლებიც ჩვენთვის საჭიროა. როდესაც ყურძენი სათანადოდ მომწიფდება, ინფორმაცია მაქსიმალურად აკუმულირებული იქნება." დავითაშვილმა "სპექტრის" მკითხველს ასევე განუმარტა, თუ რის საფუძველზე განისაზღვრა სუბსიდია და წელს, სახელმწიფო დანამატი საფერავზე რატომ არის უფრო ნაკლები (25 თეთრი), ვიდრე რქაწითელზე (40 თეთრი). -"ეს მონაცემები მიღებულია სათანადო მოკვლევის საფუძველზე. წელს საფერავზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე რქაწითელზე. ანუ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი არის განსხვავებული და სწორედ ამ ბალანსის მიხედვით მოხდა სუბსიდიის პროპორციის განსაზღვრა." ყურძნის შესყიდვის სურვილს ამ დროისთვის 73 კომპანია აცხადებს. დავითაშვილის თქმით, ამათგან თხუთმეტამდე უკვე დარეგისტრირებულია. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01.11.2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03.10.2024
ლიტერატურული პრემია
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03.10.2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.