თვითმმართველობა
გამარჯვებული და დამარცხებული კანდიდატები არჩევნების შედეგებს აფასებენ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" ის მაჟორიტარი კანდიდატებიც კი დამარცხდნენ, რომლებსაც თვითმმართველობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. როგორ აფასებენ გამარჯვებული და დამარცხებული კანდიდატები არჩევნების შედეგებს, ვინ მოიაზრება საკრებულოს თავმჯდომარედ და რამდენად დიდია მათი ამბიცია _ "სპექტრი" ამ საკითხებზე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს რამდენიმე კანდიდატს ესაუბრა. გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად სხვა კანდიდატებთან ერთად კენჭს იყრიდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენელი ზვიად ყვირალაშვილი და კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან" საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე სირბილაშვილი. როგორც ჩვენთან საუბარში ზვიად ყვირალაშვილმა აღნიშნა, არჩევნებმა გაყალბების გარეშე ჩაიარა და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. -"მე ვერ ვიტყვი, რომ არსებულმა ხელისუფლებამ შექმნა ილუზია, რომ ყველგან მმართველმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ხალხს მივანდეთ რეალური არჩევანის საშუალება და მათაც აირჩიეს არა ერთი, არამედ რამდენიმე პარტიის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. კმაყოფილი ვარ, რომ მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია 100%-იანი გამარჯვების მიღება. 2006 წლიდან 2009 წლამდე საკრებულოს დეპუტატი პარტიული სიით ვიყავი და ფრაქცია `რესპუბლიკელებს~ ვხელმძღვანელობდი. მიუხედავად ჩემი დიდი მეცადინეობისა, 2010 წელს უკვე ვეღარ მოვხვდი საკრებულოში, ამიტომ ვთვლი, რომ ეხლა მქონდა რევანშის საფუძველი. ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის ნდობა იყო. დეპუტატობა არ არის იმდენად მომხიბვლელი, რამდენადაც ხალხის მიერ ბოძებული მანდატი," _ აღნიშნა მან. ალექსანდრე სირბილაშვილი ამბობს, რომ ეს იყო განსაკუთრებული არჩევნები თავისი ხარვეზებით და უარყოფითი მომენტებით. -"ხდებოდა უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ეს თვალშისაცემი იყო. ყველაფერი რომ კანონის ფარგლებში ჩატარებულიყო, ჩვენი პარტია 20%-ს თავისუფლად გადალახავდა. მაინც დიდი მადლობა გურჯაანელებს, რომ დათრგუნეს ძველი ხელისუფლების დროინდელი გამოყოლილი შიში და საკმარისი ხმები დავაგროვეთ. მე დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად გავიმარჯვებდი. ვფიქრობ, მოვა ის დრო, როცა მოსახლეობა ისევ დამიდგება გვერდში," _ ამბობს ალექსანდრე სირბილაშვილი. მისივე თქმით, მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრა ბოლო მომენტში გადაწყვიტა. -"`საუბარი იყო და გაჟონა კიდეც ინფორმაციამ, რომ ბატონი გია გერგიძე აპირებდა ჩვენი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ მან ბოლო მომენტში უარი განაცხადა და აქედან გამომდინარე, ისევ მე ავიღე ეს ტვირთი. ვაღიარებ, რომ არ მქონია ცუდი დამოკიდებულება არსებულ ხელისუფლებასთან. პირიქით, ძალიან სერიოზული შემოთავაზებებიც მქონდა მათი მხრიდან, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა მაფიქრებინა, რომ ამ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ლაფსუსები აქვს. სწორედ ამიტომ გადაიხარა ჩემი პოლიტიკური მრწამსი სხვა პარტიისკენ." ალექსანდრე სირბილაშვილის განმარტებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის დიდი მცდელობის მიუხედავად, რომ ჩამოაშორონ დღევანდელ საქმიანობას, პოზიციების დათმობას არ აპირებს. -"ჩვენ საკმარისი ხმები გვაქვს იმისთვის, რომ ახალ საკრებულოში ფრაქცია შევქმნათ და მიზნის მისაღწევად საქმიანობა გავაგრძელოთ. არავის მივცემთ უფლებას ხალხის მიერ შეგროვილი ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად გამოიყენოს, მოხმარდეს ვიღაც-ვიღაცების კაპრიზებს და პირად ინტერესებს. გადავხედე პოლიტიკური პარტიების სიებს და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძალიან ცოტაა იქ პროფესიონალი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ახალი სახეები პოლიტიკაში რამეს ქმნიან, ძალიან ცდება. როგორც ვატყობ, ამ ხელისუფლებას გამოცდილი, გონიერი და პატიოსანი კადრები არ სჭირდება. თუ რატომ, ამის განსჯა მკითხველისთვის მიმინდვია. მე მგონი, ნორმალური პოლიტიკოსის ადგილი არ არის იმ ხელისუფლებაში, რომელიც ცდილობს ვერტიკალში შეინარჩუნოს ძალაუფლება და არ გადასცეს ხალხს თვითმმართველობა." გარკვეულ დარღვევებზე საუბრობს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაქარია იაგანაშვილიც, რომელიც სოფელ გურჯაანში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. -"ზოგიერთ უბანზე ისე არ იყო ყველაფერი, როგორც კანონი ითვალისწინებს. არის ეჭვის საფუძვლები, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობ და ვერ დავამტკიცებ, რადგან დოკუმენტაცია არ არსებობს. ეს, ალბათ, პარტიების წარმომადგენლების უნიათობის თუ სხვა გარემოების ბრალია. "ქართული ოცნების" ყველა კანდიდატს გარკვეული ფორა ჰქონდა. ამჯერად სოფლის გამარჯვებულმა დეპუტატმა და მეც ერთად უნდა გავაგრძელოთ საქმის კეთება." ახალი საკრებულო სულ ცოტა ხანში შეუდგება მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის პოსტზე კოალიციიდან რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება. მათ შორისაა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ყვირალაშვილი და კაჭრეთის მაჟორიტარი, მოქმედი გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი. როგორც ჩვენთან საუბარში ემზარ ჯიქურაშვილმა განმარტა, ის გამარჯვებაში 100%-ით იყო დარწმუნებული. -"არჩევნებში რომ გავიმარჯვებდი, ეჭვიც არ მეპარებოდა. არგუმენტად იმის მოყვანაც შეიძლება, რომ არც მიფიქრია ჩემი თავი პარალელურად სიაშიც ჩაესვათ, რაც კანდიდატებს გარკვეულწილად აზღვევს. ვიცოდი რა ურთიერთობა მქონდა ხალხთან და მათი მხარდაჭერის იმედი მქონდა. მაჟორიტარად ჩემი კანდიდატურა რომ გადაწყდა, არჩევნებამდე თვენახევარიღა იყო დარჩენილი. როდესაც სოფელში ადგილზე გავეცანი სიტუაციას, ვნახე, რომ კომისიაში მყოფი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ღიად გამოხატავდნენ კონკურენტის მიმართ მხარდაჭერას. სწორედ ამან გამოიწვია, რომ დიდი პროცენტით ვერ მოხდა ჩემი გამარჯვება. ხმები, რომელიც ჩემმა მოწინააღმდეგემ აიღო, იყო მისი მხრიდან 10 თვის განმავლობაში დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით მიღებული შედეგი." ჯიქურაშვილის თქმით, ზვიად ყვირალაშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მათ შორის განხეთქილება არ არის მოსალოდნელი. -"კოალიციასთან და შტაბთან იქნება კონსულტაციები. დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტად წაადგება რაიონს. ძალიან მრავალფეროვანი საკრებულო მივიღეთ, საკმაოდ რთული იქნება მუშაობა, მაგრამ თუ ყველა გამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ რაიონის სასიკეთოდ ვიმოქმედოთ, მოვახერხებთ შეჯერებას და გადაწყვეტილების მიღებას." როგორც ზვიად ყვირალაშვილმა განაცხადა, მას საკრებულოს თავმჯდომარეობაზე სერიოზული ამბიცია გააჩნია. -"ვფიქრობ, მაქვს გონივრული საფუძველი, რომ მქონდეს საკრებულოს თავმჯდომარეობის ამბიცია. ეს ყველაფერი იქნება განხილული. მარტო ჩვენ არ მოვიაზრებით კოალიციიდან, აქ არიან სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც. ამას დადებითად ვუყურებ, რადგან უკეთესი კანდიდატურა ყოველთვის კონკურენციის საფუძველზე ვლინდება. კოალიციაში ნებისმიერი დონის გახლეჩვას გამოვრიცხავ, რადგან ისეთ კანდიდატურას წარადგენენ, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს. მე ვარ პოლიტიკური ჯარისკაცი და ჩემი ხალხისთვის სადაც საჭირო ვიქნები, იქ წავალ." ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი ისაა, რომ მმართველი გუნდი საკრებულოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი და 25 წევრს ითვლის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.