საქართველოს რვა ქალაქსა და თერთმეტ მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 8 თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევის მიზნით მეორე ტური გაიმართება და თითოეულ ქალაქში არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ესენია:
1. თბილისი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
2. რუსთავი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
3. მცხეთა "ქართული ოცნება"/"მწვანეთა პარტია"
4. გორი "ქართული ოცნება"/"ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია"
5. თელავი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
6. ოზურგეთი "ქართული ოცნება"/"დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
7. ბათუმი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
8. ფოთი "ქართული ოცნება"/"დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
59-დან 11 მუნიციპალიტეტში კი მეორე ტურში გამგებელს აირჩევენ.
1. ახმეტა "ქართული ოცნება"/"ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია"
2. ყვარელი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
3. გორი "ქართული ოცნება"/"ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტია"
4. თიანეთი "ქართული ოცნება"/"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"
5. მარტვილი "ქართული ოცნება"/"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"
6. ქობულეთი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
7. ბაღდათი "ქართული ოცნება"/"სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა"
8. ხონი "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
9. ტყიბული "ქართული ოცნება"/"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"
10. ლანჩხუთი "ქართული ოცნება"/"დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
11. თერჯოლა "ქართული ოცნება"/"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
შესაძლოა აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატოს 2 მუნიციპალიტეტი-თელავი და ხულო. ასეთ შემთხვევაში თელავშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი, ალექსანდრე შათირიშვილი და "ნაციონალური მოძრაობიდან"-გიორგი ბოტკოველი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხულოში კი მეორე ტური "ქართული ოცნებისა" და "დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის პრეტენდენტები დაუპირისპირდებიან.
მასალის გამოყენების პირობები