თვითმმართველობა
ლაგოდეხის ააიპ-ებიდან რეორგანიზაციის გამო 30 ადამიანი გაათავისუფლეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი ააიპ-ის: საბიბლიოთეკო გაერთიანების, ტურიზმისა და კულტურის სამსახურის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ერთი ააიპი - კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი.
რეორგანიზაციამ თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. ცენტრის დირექტორის ლევან ქაჯაიას ინფორმაციით სამივე ორგანიზაციაში 150-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
"მათი წლიური ბიუჯეტი ხელფასების და კომუნალურების ხარჯვით ნაწილში 600 ათასამდე ლარს შეადგენდა. იყო შემთხვევები როდესაც ხარჯები საკმარისი არ იყო და ხდებოდა დამატება. შესაბამისად მუნიციპალიტეტმა მიიღო რეორგანიზაციის გადაწყვეტილება. მე როგორც ხელმძღვანელი გავეცანი საშტატო ნუსხას და მათ საქმიანობას. მივიღეთ გადაწყვეტილება დაახლოებით 30 ადამიანი გაგვეთავისუფლებინა. ამის გამო გაჩნდა კითხვები, რა კრიტერიუმებით შევარჩიეთ ეს ადამიანები.
მოგახსენებთ, რომ აქამდე იყო სამი ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავდა ბუღალტერი, შესყიდვების სამსახური, იურისტები. რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა ერთი სამსახური და არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა ერთ ორგანიზაციას ჰყოლოდა სამი ბუღალტერი, სამი იურისტი და ა.შ."-აღნიშნა მან.

ლევან ქაჯაიამ გათავისუფლებულ თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლაგოდეხი / ააიპი /