„დემომკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია გურჯაანის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
კოორდინატორის ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს მორალური უფლება, რომ ნეპოტიზმზე და კორუფციაზე ისაუბროს. შოშიაშვილის განცხადებითვე, დღეს რომ „ნაციონალურო მოძროაბას“ ასეთი უფლებები აქვს, სწორედ „ქართული ოცნების„ დანაშაულია.
„როგორც მთავრობაში ყოფნის დროს, დღესაც, მასკარადებს აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ასე ცდილობს. იმის მაგივრად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გურჯაანში იმყოფებიან და რომლთა სახელსაც უკავშირდება ვაზაგაშვილის საქმე, ბიზნესმენებზე ტერორი პირიქით, მათ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებენ. პრემიებიც და ნეპოტიზმიც სწორედ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვიდრებული სენია. „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არაერთხელ ამხილა მუნიციპალიტეტეების ხელმძღვანელები და მათ შორის გურჯაანის გამგებელი და საკრებულოს წევრები ნეპოტიზმში. ასევე იმ გულუხვ პრემიებზე, რომლებსაც წელიწადში შვიდჯერ იწერენ", - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი და აქვე იმ კერძო ბიზნესზე ტერორზე და წილების გადანაწილებაზე საუბრობს, რომელსაც „დემოკრატიული მოძროაბა“ უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.
„მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობაა ის ძალა ქვეყანაში ვინც აღადგენს სამართლიანობას და უზრუნველჰყოფს, რომ ყველა დამნაშავე, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, - აცხადებს ვალერი შოშიაშვილი
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გურჯაანში გამგებლის "კორუფციული საქმიანობის" შემსწავლელი კომისია შექმნა. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაზე გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები