speqtri.ge-ს მიერ გაშუქებულ პრესკონფერენციას "თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური გამოეხმაურა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერ შოშიაშვილი
კახეთში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს. წერილს, რომელიც თვითმმართველი თემი თელავის მუნიცაპიტეტის საკრებულოს პრესსამამსახურმა ბატონმა ლევან კოჭლოშვილმა ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნა, სტილის დაცვით გთავაზობთ:
"თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს პრესსამსახურის მიმართვა
გვინდა გაგცეთ პასუხი თქვენს საიტზე გუშინ ვალერი შოშიაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ და არაკომპეტენტურ ინფორმაციას პასუხი.
მოგახსენებთ, რომ ბატონი ზურაბ ლილუაშვილი არის 2 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, (ბუშეტიდან და ქვემო ხოდაშენიდან) დემოკრატიულად არჩეული. საკრებულოში კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია საკრებულოს დეპუტატების ხმათა უმრავლესობით, აშკარად არაკომპეტენტორობასთან გვაქვს საქმე, როდესაც გვაბრალებენ დანიშვნას და არ იციან, რომ ეს პოზია არის არჩევითი. რაც შეეხება ბატონი ზურაბ ლილუაშვილის ძმას ლევან ლილუაშვილს, იგი არის არა თვითმმართველი ქალაქ თელავის ვიცე მერის მოადგილე, არამედ მერის მოადგილე, არაკომპეტენტური პირებისთვის განვმარტავთ, რომ თვითმმართველი ქალაქი თელავის მერიის ხელმძღვანელობას არანაირი ფაქტობრივი და იურიდიული შემხებლობა არ აქვს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.
რაც შეეხება, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს ბატონ სოსო მეგუთნიშვილს და მის ვაჟს დავით მეგუთნიშვილს გაცნობებთ, რომ ბატონი სოსო მეგუთნიშვილი არის პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი 2002 წლიდან, ამ ორგანიზაციის ექსპერტი, იგი ავტორია 4 წიგნის და ა.შ. დავამატებთ რომ წარმატებით ჩააბარა საატესტაციო გამოცდა, რაც შეეხება მის შვილს დავით მეგუთნიშვილს იგი იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, ასევე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში, დღეს ბატონი დავითი მუშაობს, თვითმმართველი თემი თელავის დაქვემდებარებულ გამგეობის შ.პ.ს-ში.
არაკომპეტენტური პირებისთვის დამატებით განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნულ დანიშვნასთან არანაირი კავშირი არ აქვს თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოს და აპარატის უფროსს.
ცნობისთვის ნაცმოძრაობის დროს, მეგუთნიშვილების ოჯახის ყველა წევრი 10 წელი იყვნენ უმუშევრები.
მომავალში ინფორმაციების გავრცელებისას გთხოვთ, დაუკავშირდეთ თვითმმართველი თემი თელავის მუნიცაპიტეტის საკრებულოს პრესსამამსახურს ბატონ ლევან კოჭლოშვილს ტელ: 599 70 20 02
პატივისცემით ლევან კოჭლოშვილი"
მასალის გამოყენების პირობები