საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ქონებრივი
დეკლარაცია 2014 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ფინანსური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით დიდად არ შეცვლილა.
უძრავი ქონება:
პრემიერი თბილისში, გაგარინის ქუჩაზე (4/4ა) ფლობს 121.80 კვ.მ-ის ფართობის ბინას (ბინა 30). ამავე მისამართზე 16.00 კვ.მ.-ის ფართობის ავტოფარეხს.
ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა თბილისი, მოსაშვილის ქუჩაზე №10-ში, რომლის ფართობიც 159.00 კვ.მ-ია (ბინა 16). ამავე მისამართზე 170.00 კვ.მ.-ს ფართობის მეორე საცხოვრებელ ბინას და 11.00 კვ.მ-ისა და 38.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართებს.
საბანკო ანგარიშები:
დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში პრემიერის მიმდინარე ანგარიშზე ბანკ „ქართუში“ 1 ევრო, 4.72 დოლარი (შენიშვნა: ეს ანგარიშები წინა წლების დეკლარაციებშიც ამავე ოდენობის თანხას შეიცავდა), 18.51 ლარი, ხოლო საბარათე ანგარიშებზე ამავე ბანკში 10.61 ლარი, 4987.94 დოლარი, 4371.44 ევრო ირიცხებოდა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის თანახმად, „თი–ბი–სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მას 229.74 ლარი, ბანკი „ქართუს“ საბარათე ანგარიშზე კი, 0.33 ევრო ირიცხებოდა.
დეკლარაციის შევსებისას ირაკლი ღარიბაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 10000 ლარი.
პრემიერის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz, 2009, NNA-100.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სახელფასო ანაზღაურებას, მან წინა წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, 77946.62 ლარი აიღო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი - 5869.05 ლარი.
2012 და 2013 წლების დეკლარაციები დიდად არ განსხვავდება 2014 წლის დეკლარაციისგან. პრემიერის ფინანსური მდგომარეობა ფაქტიურად, არ შეცვლილა. თუმცა 2012 წელს, დეკლარაციის თანახმად, პრემიერის საკუთრებაში ორი მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz, 2009, NNA-100 და Toyota Corolla, 2007, GII-100 იყო. 2013-2014 წლების დეკლარაციებში კი, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მხოლოდ ერთი ავტომობილია - Mercedes Benz, 2009, NNA-100. რაც შეეხება მეორე ავტომობილს, ის დეკლარაციებში აღარ ფიქსირდება, თუმცა არც ის არის მითითებული გაყიდა თუ გააჩუქა პრემიერმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა.
მასალის გამოყენების პირობები