თვითმმართველობა
სერპანტინის კიდევ ერთი მოგებული ტენდერი კახეთში
თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული ხევის რეაბილიტაციას უკვე კარგად ნაცნობი საგზაო-სარემონტო კომპანია "სერპანტინი" ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია: ქეთევენ წამებულის და სააკაძის ქუჩის მონაკვეთზე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობა, იორდანეს წყაროს რეაბილიტაცია და ორი ახალი საფეხმავლო თაღოვანი ხიდის მოწყობა. 810 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კალაპოტს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია დაწყებული ჭავჭავაძის გამზირიდან ბახტრიონის და გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთმდე. კერძოდ: ხევის ფსკერი დაიფარება რკინაბეტონით, რესტავრაცია ცაუტარდბა გვერდულებს და კედლებს. მოაჯირები მოწყობა ხევის ორივე მხარეს. გათვალისწინებულია თელავის ხევის კალაპოტში არსებული საინჟინრო კომუნიკაციების, მილსადენების ძვველი ასფალტის საფარის და ბორდიურების დემონტაჟიც. პროექტის ფარგლებში იგეგმება ავტომატური მორწყვის სისტემის მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების მოწყობა და მოსასვენებელი ადგილების შექმნა. პროექტი 1 108 915 ლარით ფინასდება, სამუშაობის დასარულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "სერპანტინს" 5 თვიანი ვადა აქვს. აღსანიშნავია, რომ კახეთში "სერპანტინი" მსგავს ტენდერებს ხშირად იგებს. როგორც პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" გასულ წელს ამბობდნენ, გზების დაგებასთან დაკავშირებით გამოცხადებებული ტენდერების უმეტესობა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზაშვილის ოჯახის წევრების და ახლობლების კომპანიამ მოიგო. პარტიის წევრებისთვის გაუგებარია რატომ გაიმარჯვა ტენდერებში ამ კომპანიამ, როდესაც მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. "თქვენ იცით, რომ ბატონი ზვიად ჯანყარაშვილი არის თამაზაშვილის დის შვილი, პრემიერის მეუღლის მამიდაშვილი. მისი კიდევ ერთი მამიდაშვილი იოსებ ქადაგიშვილი წარმოდგენილია გზების დეპარტამენტში. ის არის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ცხადია მას ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა როგორ განაწილდეს ეს ტენდერები. ალბათ არავის არ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან ხშირად ბატონი იოსებ ქადაგიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს შპს "სერპანტინის" სასარგებლოდ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა. მათივე ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა" (ჯამური ღირებულება 15 000 000 ლარი), მათ შორის 12 500 000 ლარის ტენდერი, სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა. ნაციონალური მოძრაობის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა კომპანია "სერპანტინმა", სადაც ის ყველანაირ კორუფციულ სქემას უარყობს. როგორც "სერპანტინში" აღნიშნავენ ეს კომპანია ბიუჯეტთან მიმართებაში კეთილსინდისიერი გადამხდელია და თამაზ თამაზაშვილთან ან მის ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს. შპს "სერპანტინი", ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, რომელიც ხიდების სარემონტო-სამშენებლო №9 სამმართველოს მემკვიდრეა. ეს სამმართველო 1957 წელს დაარსდა, ხელმძღვანელი კი ალექსი სეხნიაშვილი იყო. სამმართველო, სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით ასრულებდა. აშენებდა ხიდებს აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭაში, ქართლსა და კახეთში. მაშინდელი გეგმების მიხედვით, №9 სამმართველოს წლიური გეგმა 4 000 000-5 000 000 მანეთი იყო. 1986 წელს, №9 სამმართველოს ხელმძღვანელად გივი ზედელაშვილი დაინიშნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე, 2000 წლამდე მუშაობდა. სამმართველომ სომხეთში და საჩხერე-ჭიათურაში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული გზების, ასევე სვანეთში, წყალდიდობის შედეგად დანგრეული გზებისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოები შეასრულა. 90-იანი წლების ბოლოდან, თითქმის 100%-ით შეწყდა სახელმწიფო დაფინანსება და ასეთი სამმართველოები, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩა. მაშინდელმა მთავრობამ, ამ ტიპის საწარმოების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ყველა საგზაო სამმართველო, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიყვანა. 2000 წელს, #9 სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზაცია სახელმწიფოსგან აუქციონის წესით გამოისყიდეს. წილები კი ასე გადანაწილდა: თამარ ჯანყარაშვილი (გარდაცვლილი გივი ზედელაშვილის მეუღლე) _ 51%, ელდარ ხუცაიძე _ 31%, ტარიელ ამირანაშვილი _ 13%, ბადური შიუკაშვილი _ 5%. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ, 2000 წლის 19 მაისის #34/4-266 დადგენილებით, სასამართლო რეგისტრაციაში გატარდა შპს "თელავის #9 საგზაო სამშენებლო-სარემონტო სამმართველო", რომელიც 2004 წლის 12 თებერვალს, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც შპს საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია "სერპანტინი". 2004 წლიდან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რაშიც კომპანია "სერპანტინიც" აქტიურად ჩაება. კომპანიამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თანდათან გადაახალისა და საწარმოს სიმძლავრეებიც გაზარდა. 2007-2013 წლებში, შპს "სერპანტინის" ფინანსური ბრუნვა (დღგ-ს ჩათვლით) ასეთია: 2007 წელს _ 5 322 673 ლარი, 2008 წელს _ 4 924 183 ლარი, 2009 წელს _ 12 788 286 ლარი, 2010 წელს _ 15 928 580 ლარი, 2011 წელს _ 8 087 586 ლარი, 2012 წელს _ 14 694 168 ლარი და 2013 წელს _ 14 136 201 ლარი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 4 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 4 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.