დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა დაუჭირა.
2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 4459,6 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 5365,7 ათას ლარს.
2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის 708,0 ლარია გამოყოფილი. აქედან - 523 ათასი ლარი დასუფთავების ღონისძიებებზე, 170 ათასი ლარი გარე განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის, ხოლო 10 ათასი ლარი წყლის სისტემების მოწყობაზე დაიხარჯება.
მომავალ წელს კულტურის,რელიგიისა და ახალგაზრდობის დაფინანსებას 739,56 ათასი ლარი მოხმარდება. პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: სპორტი-120,0 ათასი ლარი,კულტურის განვითარება-536,3 ლარი, საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა-18,3 ლარი.
ა(ა)იპ "ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა" 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50,0 ათას ლარს მიიღებს,მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისთვის კი 910,0 ლარია განკუთვნილი.
სახელწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მოსახლების ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარებისა და ხელშეწყობის პროგრამები წარმოადგენს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 584,1 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან - 81,1 ათასი ლარი ჯანდაცვის, 503 ათასი ლარი სოციალურ და 300 ათასი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამებზე. ასევე, უმწეოთა უფასო სასადილოს დასაფინანსებლად წელს 200 ათასი ლარი,ხოლო ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებისთვის 3 ათასი ლარია გამოყოფილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ გამორიცხავენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გამიზნული ხარჯები 2015 წელს საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესაძლოა გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები