თვითმმართველობა
საკრებულომ საახალწლო პრემიების გაცემას მხარი დაუჭირა
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების ხმის უმრავლესობით მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის საახალწლო პრემიების გაცემის საკითხი დადებითად გადაწყდა. პრემიებს მიიღებენ თვითმმართველობაში დასაქმებული სხვა საჯარო პირებიც. რამდენიმე დღის წინ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გურჯაანი ახალ წელს მოკრძალებულად აღნიშნავს. დღემდე უცნობია სად გადანაწილდა 18 ათასი ლარი, რომელიც ამ ღონისძიებისთვის იყო განსაზღვრული. დეპუტატები ამ გადაწყვეტილების მიზეზად იმ გარემოებას ასახელებდნენ, რომ მუნიციპალიტეტში უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია. პროდიუსერის ბექა ხალათაშვილის თქმით ეს თანხა კულტურული ღონისძიებებისთვის იყო განსაზღვრული და სხვა კუთხით არ უნდა გახარჯულიყო. "თქვენი მედიასაშუალებიდან გავიგე, რომ 18 ათასი ლარი კულტურულ ღონისძიებებზე იყო გამოყოფილი. როგორც ორგანიზატორი და პროდიუსერი დავინტერესდი, თუ რა ტიპის ღონისძიება უნდოდა რაიონს საახალწლოდ. გავარკვიე, რომ ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და ვიფიქრე მეც მიმეღო მონაწილეობა. შემდეგ როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს წევრებმა, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს და თანხა, რაც წლის განმავლობაში კულტურის განყოფილებამ დაზოგა, სოციალურად დაუცველებს გაუნაწილდეთ. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, თვითმმართველობის პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური სფერო, მაგრამ ეს თანხა კულტურას ეკუთვნოდა. განყოფილება არ ითხოვდა ბიუჯეტიდან ახალი თანხის გამოყოფას. ამჟამად ახალი წლისთვის მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი იგეგმება. მართალია ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს რაიონში, მაგრამ როდესაც საახალწლო კონცერტს აკეთებ, აუცილებლად უნდა გყავდეს მოწვეული სტუმარი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ახალი წლის ღონისძიება ღია ცის ქვეშ უნდა გაკეთდეს."-აღნიშნა მან. მისივე თქმით, კულუარებში ვრცელდებოდა კომენტარები, რა დროს კონცერტია, როცა ამდენი სოციალურად დაუცველი გვყავსო. " როდესაც ტენდერს ჩააგდებ და კულტურის კუთვნილ თანხას გადაანაწილებ, ოღონდ სად კაცმა არ იცის, და შენ იღებ კანონს, რომ პრემიები უნდა გაიცეს საახალწლოდ, რატომღაც იმ პატივცემულ კონკრეტულ დეპუტატებს დაავიწყდათ წინა დღეებში თავიანთი ნათქვამი სიტყვები, რომ თურმე გაჭირვებული ხალხი არსებობს რაიონში და მათ უნდათ მიხედვა. მე ვფიქრობ, რომ თუ კარგი მენეჯერი ხარ მაშინ, სოციალურად დაუცველებისთვის არანაკლებ დიდი ბიუჯეტი უნდა გქონდეს. ზოგიერთმა დეპუტმა არასერიოზული განცხადებები არ უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში ცოტა არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე და პროფესიონალებს უნდა ჰკითხონ აზრი. როცა საკრებულოს წევრი ხარ ცოტა მეტი მოგეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს და უსუსური არგუმენტები არ უნდა მოგყავდეს.ჩემზე არ არის საუბარი, კონკრეტული კონცერტი შეიძლება მე არ გამეკეთებინა და სხვას მოეგო ტენდერი. აქ ცუდი ისაა, რომ ახალგაზრდებისთვის არაფერი კეთდება." გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გონგაძე, პრემიების გაცემაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. მისი განმარტებით თვითმმართველობაში დასაქმებული პირები საახალწლო პრემიებს ყოველწლიურად იღებდნენ და გამონაკლისი არც ეს წელი იქნება. ამისთვის ბიუჯეტში 181 ათასი ლარია განსაზღვრული და თითოეული თანამშრომელი პრემიის სახით ერთი თვის ხელფასის შესაბამის თანხას მიიღებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 4 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 4 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.