საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას."- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება:
1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
2) ქ.ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
3) ქ.ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
4) ქ.ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 97 კვ.მ. შენობა ნაგებობით.
6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
7) ქ.ყვარელში მდებარე 1 668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანას, (გამოშვების წელი 1988).
სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ქონება:
ქ. თბილისში, ბარნოვის N9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინას და 164 კვ.მ. მანსარდას.
გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონება და წილი საწარმოში:
1) ქ. ყვარელში მდებარე 1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.
2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინას
3) შპს „იუჯი ბაღში“ გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ 50 %-იან წილს.
მზია წერეთლის საკუთრებაში არსებული ქონება:
1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინას.
2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
3) TOYOTA RAV4 -ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2010).
ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება:
TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2014).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა.
მასალის გამოყენების პირობები