პოლიტიკა
მოლაპარაკებები შეუძლებელია დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს - ანდრიუს კაბილიუსი
ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა ისეთ სახელმწიფოსთან, რომლის მთავრობაც ანტიევროპულ დღის წესრიგს ატარებს.

“საქართველოზე: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს, ისეთს, როგორიცაა უცხოური აგენტების კანონი,” - წერს კუბილიუსი. 



| Print |
FaceBook Twitter Google