პოლიტიკა
პოლიტიკოსებისთვის ნარკოლოგიური შემოწმება სავალდებულო აღარ იქნება
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
ცნობისთვის, ეს ცვლილება ასევე გულისხმობს ადრე დაწესებული 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გაუქმებას ნარკოლოგიური შემოწმების თავიდან არიდებისთვის.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

ცნობისთვის, პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პარლამენტი /