არჩევნები
17:00 საათის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში 26 600 ამომრჩეველი დაფიქსირდა
თელავის მუნიციპალიტეტში, 17:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 26 600 მდე მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისია ავრცელებს.

კომისიის თავჯდომარის, გიორგი კალმახელიძის განმარტებით, ექსცესებს და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.დღის განვალობაში საარჩევნო ოლქში არცერთი საჩივარი არ შესულა. პროცედურულ დარღვევაზე ორ უბანზე ორი საჩივარი დაიწერა. 
,,ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი დაახლოებით 26 600 მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა. აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლად მაღალია,მოსახლეობა აქტიურად აფიქსირებს საკუთარ არჩევანს, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.დღის განვალობაში დაწერილია ორი საჩივარი პროცედურულ დარღვევაზე. ერთ-ერთ უბანზე დაიწერა საჩივარი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა დილის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.ხოლო მეორე საჩივარი ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა დაწერა, რომ მაგიდები კედლებთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა იმის შესახებ,თუ რა მანძილით უნდა იყოს მაგიდა კედლისგან მოშორებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს." - განაცხადა მან.

თელავის მუნიციპალიტეტში 54 საარჩევნო უბანია .მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი 56 513 ამომრჩეველი ფიქსირდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.