ახალი ამბები
არ ვხოცავთ ძაღლებს - გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი [photo/video]
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
საკითხის გარშემო არსებული ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი გადამღები ჯგუფი გაუფრთხილებლად ეწვია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარს. ტერიტორიაზე შესვლასთან და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვქმნია. 

ადგილზე ჩასულებს სააგენტოს ცენტრის თანამშრომლები და დირექტორის მოადგილე დაგვხვდნენ. ტერიტორიის დათვალიერება საოპერაციო ბლოკიდან დავიწყეთ, სადაც მხოლოდ ბახილებით შეგვიშვეს. 

საოპერაციო ბლოკში არის სტერილიზატორი, სადაც ხდება იარაღების სტერილიზაცია და საჭირო მედიკამენტები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, ერთჯერადი ხელთათმანებისა თუ ექიმებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობის დიდი მარაგი.












მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა მედიკამენტებისთვისა და საკვებისთვის განკუთვნილი საწყობებიც. 









მას შემდეგ, რაც გელა ელიკაშვილმა თავშესაფრის მთელი ტერიტორია დაგვათვალიერებინა, გავესაუბრეთ სააგენტოს დირექტორს, თეიმურაზ ზავრაშვილსაც.

იგი უარყოფს ინფორმაციას ძაღლების კრემატორიუმში დაწვისა თუ მათი ჩაქუჩებით დახოცვის შესახებ. მისი თქმით, ეს ყველაფერი სახელმწიფო პროგრამის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა. ის ასევე ეხმაურება კრემატორიუმის კუსტარულობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციასაც და ბიოლოგიური ნარჩენების განადგურების პროცესში მის აუცილებლობაზე გვესაუბრება. მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ ორი კრემატორიუმი ფონქციონირებს. ერთი გორში, მეორე კი -გურჯაანში.





შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, აღნიშნულის შესახებ საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როდესაც ცხოველთა უფლებადამცველმა, ქეთა ხვიჩიამ 23 ოქტომბერს პირად ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია დაკარგული ძაღლისა და მისი ლეკვების შესახებ.

8 ნოემბერს, თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ მისი ორგანიზაცია 20 000-ლარს გადასცემს ადამიანს, რომელიც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ცხოველების ცოცხლად დაწვის ვიდეომასალას.



| Print |
FaceBook Twitter Google