ვიდეო
ექთნის იმედად ... [Video]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფლებში კაზლარი, ლამბალო და დუზაგრამა, სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებდა, მაგრამ ამ დროისთვის ყველა გაუქმებულია. რამდენიმე ათასიან თემს მხოლოდ ერთი ამბულატორია ემსახურება.

განსაკუთრებული პრობლემები ექმნება კაზლარის მოსახლეობას. სოფელი ამბულატორიიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ ადგილობრივები ექიმთან კონსულტაციაზე წასვლას, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ. მათი ერთადერთი იმედი სოფელში მცხოვრები ექთანი მოითაფარაა.
| Print |
FaceBook Twitter Google