ვიდეო
ნინოობა კახეთში [Video]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოდბის მონასტერთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარშიც აღავლინეს. ქალწული ნინო საქართველოში, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნინოობა /