საზოგადოება
მიწისქვეშა გადასასვლელის დემონტაჟი ახალი ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტია
"პაპას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელის პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელმძღვანელობა მისი გაუქმებით გეგმავს. მოსახლეობის თქმით კი, ამ საკითხის გადაჭრა საზოგადოებრივი "ტუალეტის" აშენებით არის შესაძლებელი.
მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ-ერთი ამოსასვლელი დღეს ჩაკეტილია ხის ტოტებით, პლასტმასის ბოთლებით, სიგარეტის ნამწვავებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული კიბეები _ ასეთი სურათი დაგხვდებათ გურჯაანის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე "პაპას ბაღთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, მათ ეს მონაკვეთი რამდენჯერმე საკუთარი ძალებით გაასუფთავეს, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა.
-"მთელი დღე აქ ვტრიალებ მაღაზიაში. ეხლა კიდევ არაუშავს, ცოტა რომ დაცხება ისეთი სუნი ამოდის, რომ ახლოს ვერ გაჩერდები. აქ თბილისის ტაქსები დგას. მძღოლები რასაც შეჭამენ, ნარჩენებს შიგ ყრიან. ტუალეტად აქვთ გამხდარი, ჩადიან და აბინძურებენ. იყო შემთხვევა, მეეზოვეებმა ქუჩა რომ დაგავეს, ნაგავი შიგ ჩაყარეს. რამდენჯერმე მე ჩავედი და ამოვასუფთავე, მაგრამ აზრი არ აქვს, ისევ იგივე მეორდება. ამიტომ თავი დავანებე. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება," _ გვითხრა ქალბატონმა გულომ, რომელმაც გვარის დასახელება არ ისურვა.

ტაქსის მძღოლმა შოთა გიქორაშვილმა პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
-"ამ ადგილს დიდი ხანია ყურადღებას არავინ აქცევს. ისეა დაბინძურებული, იქ ჯდომა კი არა, ახლოს გავლაც შეგეზარება. მძღოლების გარდა გამვლელ-გამომვლელიც ჩადის და აბინძურებს. ეს იმის ბრალია, რომ ქალაქში ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი არ არის, რომ გაჭირვებული ადამიანი შევიდეს. მე არავის ხელს არ ვაფარებ, მაგრამ საპირფარეშოს უქონლობის გამო, ზოგი აქ ჩადის და ზოგი ახტალაზეც გადადის," _ გვითხრა მან.

ანალოგიური მდგომარეობაა ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელშიც. როგორც კალოსუბნის მაცხოვრებლები ამბობენ, დღესდღეობით ამ გვირაბით სარგებლობა შეუძლებელია.
-"ძალიან არის დაბინძურებული. წყალი ჩამოდის, ნაგვით არის სავსე და საშინელი სუნიც დგას. აქ საბითუმო ბაზარია და მოვაჭრეები გვირაბს ტუალეტად იყენებენ. მთელი კალოსუბნის მოსახლეობას და ბავშვებს, რომლებიც სკოლაში თუ ბაღში დადიან, ყოველდღე ამ გზით უწევთ სარგებლობა. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. რაღაც ზომები გატარდეს ან ჯარიმა დააწესონ და მერე, ალბათ, ასეთ რამეს აღარ გააკეთებენ," _ გვითხრა ასმათ ჩალათაშვილმა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზვიად ყვირალაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხების გადაჭრა უახლოეს მომავალში იგეგმება.
-"თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი უნდა გავაუქმოთ. სამწუხაროდ, სტიქიამ შეგვიშალა ხელი და ამის გამო რაღაც საქმეებმა უკან დაიწია. ამოსუფთავება არანაირ შედეგს არ მოიტანს, იმიტომ, რომ ეს იქნება ერთჯერადი აქცია და მეტი არაფერი. ცალ მხარეს ის უკვე დაკეტიალია და ამ შემთხვევაში მას რაიმე დანიშნულება აღარ გააჩნია. ამ საკითხს გამგებელთანაც შევათანხმებთ და ყველაფერს აუცილებლად მიეხედება. ავტოსადგურში იყო ტუალეტი, მაგრამ არავინ ასუფთავებდა და გააუქმეს. ვფიქრობთ, ქალაქში მართლაც აუცილებელია იყოს საზოგადოებრივი ტუალეტი, მაგრამ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, არამედ ბაზრის თავში, ეკლესიასთან ახლოს, რადგან მოსახლეობა იქ უფრო ტრიალებს. პირადად მეც ასე ვფიქრობ, რომ ბაზრის თავის მიმდებარე ტერიტორიასთან უფრო მეტ საჭიროებას წარმოადგენს. მომავალში ეს პრობლემა აუცილებლად გადაწყდება. რაც შეეხება ქვევით, მეორე საჯარო სკოლასთან მდებარე გვირაბს, მისი გაუქმება შეუძლებელია, იმიტომ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის მიერ არის გაკეთებული და მისი არსებობა აუცილებელია. მოგეხსენებათ, მანდ საბითუმო ბაზარია და მოსახლეობა მართლაც აბინძურებდა ამ ტერიტორიას. ახლა ტუალეტი გაკეთდა და ვფიქრობთ, მდგომარეობა გამოსწორდება. რაც შეეხება გვირაბის განათებას, გადავხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს, ჩამოვყალიბდებით და როგორმე ამ საკითხსაც მოვაგვარებთ," _ გვითხრა ზვიად ყვირალაშვილმა.

მოსახლეობა კი ამ პრობლემების დროულად გადაჭრას ითხოვს, რადგან ზაფხული მოდის და აუტანელ სუნთან ერთად, მავნე მწერებისა და მღრღნელების პრობლემაც შეაწუხებთ. აქვე განვმარტავთ, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის პრობლემასთან დაკაშვირებით "სპექტრი" არაერთხელ წერდა. წინა ხელისუფლების დროს, გამგებელი შოთა უტიაშვილი პრობლემის მოგვარებას ასევე დემონტაჟის გზით გეგმავდა. მას შემდეგ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლი აშენდა, ახალი გამგებელს დავით მესხიშვილს მიაჩნდა, რომ შესაძლოა დემონტაჟზე უკეთესი გამოსავალი მოეძებნათ და ფართი ქალაქის საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლანდელი ხელმძღვანელობა და მოგვარდება თუ არა საბოლოოდ ეს პრობლემა, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 4 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 4 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.