დღეიდან „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის
ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება.
კონკურსში მონაწილეობა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ახალი
ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება
სჭირდება პროგრამა ორ ძირითად ეტაპს მოიცავს:
1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის
ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ,
წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე:
www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების
ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი
მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების
საკითხებსაც;
2) შემდგომი ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც
მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა
შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების
ავტორები.
სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული
მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და
ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრენინგები.
ერთი მეწარმე სუბიექტის – თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა – 5
000 ლარია, ორი მეწარმე სუბიექტს –10 000 ლარი, ხოლო
სამი მეწარმე სუბიექტის –15 000 ლარი.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს
შემდგომ კრიტერიუმებს:
✔ არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
✔ არ არის საჯარო მოხელე;
✔ არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება
სახელმწიფოს წინაშე;
✔ კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ
20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას;
✔ მზად არის ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში,
დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც
მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი,
გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.
მასალის გამოყენების პირობები