საქართველოში ესპანური კომპანიების - Dereza Iberico და Provedo ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი იური ნოზაძე და სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე
ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიების Dereza Iberico-ს და
Provedo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა სანერგე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის
საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის
განცხადებით,საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ კი,
მეხილეობისგანვითარებისთვის ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების
შემოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე კომპანია Provedo-ს წარმომადგენელმა, ქართულ მხარეს
კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Provedo-ს
საქმიანობა სანერგე მეურნეობაში ხეხილის ახალი ჯიშების ნატურალური
მეთოდით გამოყვანას მოიცავს.ნერგების შემოწმებას კომპანია საკუთარ
ლაბორატორიებში ახორციელებს.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავალო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის
ხეხილის დააგროსატყეო უნიკალური ნერგების უფასოდ გადაცემა იგეგმება.
ახლო მომავალში, ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo
საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობასაც გეგმავენ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ესპანური კომპანიების მიწვევით, ქართველი
სპეციალისტები ესპანეთში გაემგზავრებიან, კომპანიების
სანერგემეურნეობებს დაათვალიერებენ და წარმოების თანამედროვე
ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნობიან. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის
ქვეყნებს შორის ესპანეთი კურკოვანიხილის ყველაზე მსხვილი
ექსპორტიორია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანური კომპანიის
წარმომადგენლებმა სოფლისმეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
ბაზები დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და
ხეხილოვანი კულტურის გასხვლისთანამედროვე ტექნოლოგია გააცნეს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები