საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და
სოფლისმეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის
ორგანიზებით ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება
გაიმართა.
ღონისძიების ძირითადი თემა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან სოფლის
მეურნეობის ადაპტირების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ გაეროს
გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელიპარკოსანი კულტურების საერთაშორისო
წლად ოფიციალურად გამოაცხადა.
შესაბამისად, დღევანდელ ღონისძიებაზე FAO -ს მიერ რეკომენდირებული
პარკოსანი კულტურებისწარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხებიც
განიხილეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან
დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა
გახსნეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, კლიმატის
ცვლილება დაგლობალური დათბობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ
გამოწვევად იქცა. მსოფლიოს ყველა განვითარებული სახელმწიფოს
ძალისხმევა მიმართულია კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული პოლიტიკის
შემუშავებასა და ეფექტიანი პროგრამების განხორციელებაზე.
,,კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი
განვითარებაუმნიშვნელოვანესია სიღარიბის დაძლევის, სასურსათო
უსაფრთხოების, ფერმერთაკონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით. და
კლიმატის ცვლილებებისადმიადაპტირებული პოლიტიკის განხორციელების
კუთხით. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულადყველა საერთაშორისო ორგანიზაცია
მუშაობს ამ მიმართულებით. გაეროს მიერ შემუშავებულისოფლის მეურნეობის
მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, საქართველოსმთავრობამ
ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში გაითვალისწინა ის მინიმალური სტანდარტი,
რაცაუცილებელია დარგის სწორად განვითარებისთვის, გარემოზე
ზემოქმედების მინიმუმადეშემცირების გზით“, - აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა
მესხმა სოფლის მეურნეობის იმ ძირითად დარგებზე და მიმართულებებზე
ისაუბრა, რომელთა გაძლიერებაც, კლიმატის ცვლილების პირობებში, დარგის
მდგრადი განვითარებისთვის არის აუცილებელი.
,,სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი პოტენციალი გააჩნია კლიმატის
ცვლილებისმზარდი ტემპის შესამცირებლად. ამისათვის საჭიროა წარმოების
ადაპტაცია დაკლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის
ხელშეწყობა’’, - განაცხადამამუკა მესხმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სკოლის მოსწავლეებმაც,
რომლებმაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ახალი თაობის
ხედვა წარმოადგინეს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები