სოფლის მეურნეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს თუთის ნერგები გადასცეს
აბრეშუმის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3000 ძირი თუთის ნერგი გადაეცა.
ნერგები მოთხოვნის შესაბამისად სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს გაუნაწილდა.

"ეს არის თუთის გამოყვანილი ჯიში, რომელიც შუა აზიიდან შემოვიდა. მას ორმაგი ფოთოლი აქვს. ნერგები სოფლების მიხედვით გადავანაწილეთ. რამდენიმე სოფელს უკვე ჰქონდა ამ ჯიშის თუთის პლანტაციები და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ სჭირდებოდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არ შეხვდა და ამიტომ მოთხოვნის საფუძველზე 400 ნერგი მათ გავუგზავნეთ."-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის და კოორდინაციის განყოფილების უფროსმა გიორგი ჩეკურიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების დარიგება დაიწყო, საიდანაც 16 050 კახეთს გადაეცა.



| Print |
FaceBook Twitter Google