სოფლის მეურნეობა
საგარეჯოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა
შპს "საქართველოს მელიორაციის" კახეთის რეგიონის დირექტორმა  ნიკოლოზ ქურთიშვილმა და  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა  გიორგი გზირიშვილმა მუნიციპალიტეტში სარწყავ სისტემებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
რეგიონის დირექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია და განიხილა ყველა ის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის განხორციელებასაც კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გეგმავს. ნიკოლოზ ქურთიშვილმა ისაუბრა კომპანიაში ამოქმედებული - მობილური მელიორაციის სამსახურის შესახებ, რომელიც გადასატანი სატუმბი სადგურების გამოყენებას გულისხმობს.

მისივე თქმით, აღნიშნული სამსახურის შექმნით შესაძლებელი გახდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რომელთაც წყალი სატუმბი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა. მობილური სატუმბი სადგურებით წყალუზრუნველყოფა მოხდება აგრეთვე საირიგაციო სისტემებში წყალნაკლულობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.

ანალოგიური შეხვედრები კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google