სოფლის მეურნეობა
კახეთს უცხოელი ღვინის მაგისტრები ეწვევიან
16-19 მარტს ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,საქართველოს პირველად ეწვევა 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.

მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კომპანიებს თბილისში, ქართლსა და კახეთში, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართება. სტუმრები დაათვალიერებენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურაში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც  ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს გაეცნობიან.
| Print |
FaceBook Twitter Google