ინფრასტრუქტურა
ბელახევზე ჩატარებული სამუშაოები მოსახლეობას არ აკმაყოფილებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხევებზე არსებული რთული სიტუაცია არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის დაზარალების მიზეზი. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წელს ხევების გაწმენდითი სამუშაოები ხარისხიანად განხორციელდა და ჭარბი ნალექი ადგილობრივებს პრობლემას აღარ შეუქმნის. მოსახლეობის ერთი ნაწილი კი ბელახევზე დამატებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. გურჯაანელების თქმით, ამ დროისთვის არასახარბიელო მდგომარეობაა შექმნილი "ბელახევზე". სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე ე.წ. "რცხილიაანთ ღელეზე" მისასვლელად სწორედ ეს ხევი უნდა გაიარონ, რომელიც სტიქიის შედეგად სავალალო მდგომარეობაშია. ნაკვეთების მეპატრონეების თქმით, ვენახებამდე მისასვლელი გზა შედარებით მოწესრიგდა. თუმცა ავტომობილით გადაადგილება მაინც შეუძლებელია. -"ამას წინათ მსუბუქი მანქანით მოდიოდა გლეხი თავის ნაკვეთში სამუშაოდ, მაგრამ ვერ გადმოვიდა, ხევში ჩავარდა და დიდი მანქანით ამოათრიეს. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ნაკვეთში კალოსუბნიდან უვლის, იმიტომ, რომ აქ გადასვლა შეუძლებელია. როცა ნაწვიმია და წყალი ადიდებულია, მაშინ ვერც ფეხით გადავდივართ, წყალში ხომ ვერ გავივლით. იმდღეს საქონელი გვყავდა საბალახოდ წაყვანილი. ძლიერი წვიმა და სეტყვა რომ წამოვიდა, პირუტყვი დაფრთხა და ხევზე ძლივს გადმოვიყვანეთ. ერთი ფეხით გამოვასწარით, ისეთი წყალი მოვარდა, საქონელს უეჭველად წაგვართმევდა. მერე ყველაფერზე პასუხისმგებელი მენახირეა. მანდ ან ბოგირი უნდა გაკეთდეს, ან ხიდი, რომ უსაფრთხოდ გადავიდეს მანქანაც, ფეხით მოსიარულეც და საქონელიც. ამას წინათ, ვითომ რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ დიდი არაფერი შეცვლილა. თუ წესიერად არ მიხედეს, მანდ გზა ისევ ჩაიხერგება," _ გვითხრეს მწყემსებმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში განგვიცხადეს, რომ წელს დაგეგმილი ხევების გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. -"ბელახევის 50 მეტრიანი მონაკვეთი უკვე გასუფთავებულია. არხის ზემოდან გაიწმინდა 500 მეტრიანი, ხოლო ქვემოდან _ 400 მეტრის ზოლი. ბელახევზე განხორციელებული სამუშაოები 21 000 ლარად იყო შეფასებული, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 8000 ლარად გააკეთა," _ გვითხრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტმა გია ამისულაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთში ბოგირი არასოდეს ყოფილა და არც განიხილება. -"ბოგირი არა, მაგრამ მაგ ტერიტორიაზე ხიდის აგება გაცილებით მიზანშეწონილია. თუმცა წელს ეს არ არის დაგეგმილი. ძალიან დიდი ხიდის აგებაა საჭირო. წლევანდელ სამუშაოებში და ხარჯთაღრიცხვაში ჩასმული არ არის," _ გვითხრა მან და ასევე უკვე გაწმენდილი ხევების შესახებაც ისაუბრა. -"ნავთისხევზე გვირაბი იყო გაჭედილი. საკმაოდ რთული სამუშაოები იყო შესასრულებელი და წელს ეს პროექტი განხორციელდა. 150 მეტრის გვირაბი და ხევის ის ძირითადი მონაკვეთი გაიწმინდა, საიდანაც ქვა-ღორღი მოდიოდა. ჩატარებული სამუშაოები იმის პირობას იძლევა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში რაიონს სტიქია საფრთხეს აღარ შეუქმნის. გვირაბის გასუფთავება 34 000 ლარი დაჯდა. ასევე მოხდა ვაზისუბნის ხევის რეაბილიტაცია, რომელზეც 53 300 ლარამდე დაიხარჯა." ინფრასტრუქტურის სამსახურში განგვიცხადეს, რომ დარჩენილი ხევების პრობლემური მონაკვეთებიც უახლოეს მომავალში გაიწმინდება. -"ახტალის ხევზე ფსკერია გაფუჭებული, რამაც ჯებირის დანგრევა გამოიწვია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი 36 000 ლარზე. ასევე დაგეგმილია ჩალაუბნის ხევზე ტენდერის გამოცხადება, საუბარია 37 000 ლარზე," _ ამბობს გია ამისულაშვილი. სტიქიის შედეგად მოშლილი ინფრასტრუქტურის, დაზიანებული გზების, ადიდებული ხევებისა და განადგურებული ნაპირსამაგრი ჯებირების შესახებ მასალა "სპექტრს" გასულ წლებშიც არაერთხელ მოუმზადებია. მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ განხორციელებულ სამუშაოებს ერთჯერადი სახე ახლა მაინც აღარ ექნება. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05.06.2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
10:48 / 10.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 4 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 4 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.