ინფრასტრუქტურა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტება თორმეტლარიან კომპენსაციაზე
ლანა გულოშვილი
DSCN2630რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციის გაცემის წესებსა და პროცედურებზე ინფორმირების მიზნით 25 იანვარს მოინახულა. რამდენიმე დღეა დაზარალებულები განსაზღვრულ თანხას `ქართუ ბანკის~ ფილიალში უკვე იღებენ, თუმცა ამ პროცესმა ზოგიერთი მათგანის უკმაყოფილება გამოიწვია. სოფელ კალაურის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესა და ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა. "ხალხის უმრავლესობა ბატონი ბიძინას მადლიერია. სტიქია სხვა წლებშიც ყოფილა, მაგრამ გლეხს ასე არავინ დახმარებია. ჩემი ოჯახი ამ ზაფხულს 100%-ით დაზარალდა. ორი ჰექტარი დაგვესეტყვა. მთავრობამ 13 000 ლარი მოგვცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით," _ ამბობს ლალი ჯაჭვაძე.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით კმაყოფილია ნიკოლოზ ჭოტიშვილიც. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სახლში ეწვია დაEსასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ესაუბრა. `სპექტრთან~ კომენტარში ამბობს, რომ კომპენსაციით ბანკის ვალის დაფარვას აპირებს. "მადლობელი ვარ, რომ ასე დამეხმარნენ. მეც და ჩემმა თანასოფლელებმაც ამოვისუნთქეთ. ბანკის კრედიტის მოცილებას შევძლებთ. შემდეგ უკვე დავიწყებთ ნაკვეთების დამუშავებას," _ გვითხრა ნიკოლოზ ჭოტიშვილმა. ამის მიუხედავად მინისტრის მოადგილეს საყვედური მაინც გაუწიეს. თინა ნაქევხრიშვილი მიიჩნევს, რომ საკომპენსაციო სიებში ისიც უნდა მოხვედრილიყო.
DSCN2668"სტიქიამ ყველა დაგვაზარალა, გაგვანადგურა. ნაკვეთი არ მაქვს, მაგრამ სახლში რაც მქონდა დათესილი არაფერი აღარ დამრჩა. მე და ჩემნაირებმა რა ვქნათ?! კომპენსაცია არ გვეკუთვნის? ერთი თვის პენსია წინასწარ მაქვს გამოტანილი, რომ როგრღაც თავი ვირჩინოთ." ქალბატონს, მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლება დაპირდა, რომ მის მდგომარეობას უახლოეს მომავალში შეისწავლიან. თენგიზ შერგელაშვილმა ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა."რამდენიმე დღეა, კომპენსაციების გაცეამა დაიწყო. ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ აზრს. როგორც ჩანს, ხალხი კმაყოფილია და ეს მნიშვნელოვანია. წელს ასევე იგეგმება პროექტები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით," _ განაცხადა მან.
სოფლის ადმინისტრაციულ შენობებში უკვე განთავსდა სიები, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ვინაობის ამოკითხვა შეუძლიათ. ამ ინფორმაციას კალაურელებიც ამოწმებდნენ. "19 ივლისის სტიქიამ მიწასთან გაგვასწორა. ეხლა ვკითხულობ გვარ-სახელებს. იმედია ჩვენი ოჯახიც აღმოჩნდება სიაში. წელს რომ პამიდორი მედგა, კარტოფილი და ლობიო მეთესა, დიდი ხანია ასეთი მოსავალი არ მქონია, მაგრამ რად გინდა, ყველაფერი გამინადგურდა," _ გვითხრა ცისანა ყაჭიაშვილმა. `სამი ჰექტარი ატმის ბაღი და ვენახები დამესეტყვა. ეხლა ვამოწებ ვარ თუ არა სიაში. ასეთი დახმარებების დარიგება ხალხისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი იყო," _ ამბობს თეიმურაზ ჩეკურიშვილი.
DSCN2658დაზარალებული მოსახლეობა კუთვნილ თანხას 21 იანვრიდან თელავის `ქართუ ბანკის~ ფილიალში იღებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაზაში სულ 28 500 ოჯახია შეტანილი. ყველა მათგანი 2012 წლის ივლის-აგვისტოს თვეში მოვარდნილი სტიქიის შედეგადაა დაზარალებული. აღნიშნული დახმარების განსახორციელებლად, `ბანკმა ქართუ~-მ 95 000 000 ლარი გამოყო. ამის მიუხედავად, არიან მოქალაქეები, რომელბსაც კომპენსაციად მიზერული თანხა ერგო (12 ლარი, 40 ლარი). ამის გამო ისინი იმედგაცრუებულები დარჩნენ. სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თითოეულ დაზარალებულზე თანხის ოდენობა უკვე აღებული დახმარების მიხედვით განისაზღვრა. „გაცემული კომპენსაციები გაიქვითა. მაგალითად, თუ ზარალის ოდენობა შეადგენდა 1 800 ლარს და 1 500 ლარი უკვე მიღებული აქვს ადამიანს, გასაცემ თანხად განისაზღვრა 300 ლარი. ამან გამოიწვია ის ხარვეზი, რომ ერთმა დაზარალებულმა 12 ლარი აიღო. 28 000 ადამიანში სულ 9 აღმოჩნდა ისეთი, რომლის შემთხვევაშიც მიზერამდე მიახლოებული იყო ჩვენს მიერ განსაზღვრული ზარალი და უკვე აღებული თანხა. უბრალოდ რომ გაგვენულებინა, 12 ლარი დავამატეთ, ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ეს ფაქტი ტელევიზიებისთვის სატრიალო სიუჟეტად არ იქცეოდა. შევცდით, რომ ის 12 ლარი ნულიანად არ გადავაკეთეთ, ასეთი 9 შემთხვევა იყო და ამის შემდეგ აღარ გვექნება,“ – განმარტა თენგიზ შერგილაშვილმა, თელავში, ჩართულობის ცენტრში დაზარალებულებთან შეხვედრისას. კომპენსაციების გაცემა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05.06.2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
10:48 / 10.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 4 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 4 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.