საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ
უფლება,
განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ
დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ
მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ უტიაშვილის განცხადებით,
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 21 ასეთი შენობა გამოვლინდაგურჯაანში
ასეთი 21 შენობა გამოვლინდა.
„პრემიერმინისტრის განკარგულებით, როგორც მთელ საქართველოში, ასევე
გურჯაანის მუნიცპალიტეტეშიც აღწერილი იქნა იმ შენობა-ნაგებობების
მდგომარეობა, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერ-სახეს. ასეთი
გამოვლინდა 21 შენობა-ნაგებობა ამ ეტაპზე და დაევალა მუნიციპალიტეტს,
რომ უზრუნველვყოთ ამ შენობა ნაგეგბობების შესწავლა მათი შემდგომი
რეაბილიატციის ან დემონტაჟის მიზნით. ზოგიერთი ასეთი შენობა
მოსახლეობისთვის ხიფათსაც კი წარმოადგენს. ამიტომმუნიციპალიტეტის
მიეცა უფლება, რომ რაც შეიძლება სწარაფად, წლის ბოლომდე უნდა მოხდეს
მათი დემონტაჟი ან რეაბილიტაცია.
ასეთია სოფელ გურჯაანის ადმინისტრაციული შენობა, ასევე გურამიშვილის
ქუჩაზე 40-50 წლის წინ აფეთქებული შენობა, სადაც ერთი სადარბაზო
ჩამოინგრა გაზის აფეთქებით და ერთი დარჩა. ეს შენობა დღემდე დგას და
რა თქმა უნდა, დემონტაჟს ექვემდებარება. ასევე ამბულატორია ახაშენში,
ასევე მელაანში გვაქვს ასეთი შენობა. მთლიანად ამ შენობების შესწავლა
სასწრაფოდ დაიწყება და რომელსაც შესაძლებელი იქნება, რომ გავუკეთოთ
რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა მოხდება აღდგენა, ხოლო დემონტაჟს
დავიწყებთ მიღებული დასკვნისთანავე,“ - განაცხადა მედიასთან ზურაბ
უტიაშვილმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის
დემონტაჟის მოთხოვნით გამგეობამ
აუქციონი 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა, მასში
მონაწილეობა არავინ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები