ინფრასტრუქტურა
გზაგამყოფის დემონტაჟი გურჯაანში
ამ წუთებში, გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟი მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "ნიკა 2014"-ს ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაუფორმდა. სამშენებლო  სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟს მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს, რადგან აღნიშნული კონსტრუქცია არაერთხელ გახდა ავარიის მიზეზი.
მას შემდეგ, რაც დემონტაჟი დასრულდება, მოეწყობა პარკინგი. ნონეშვილის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google