ინფრასტრუქტურა
გზაგამყოფის დემონტაჟის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე გზაგამყოფის დემონტაჟისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დღეს გაიმართა, კომპანია "ნიკა 2014"-მა გაიმარჯვა.
"ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომპანიამ და შესაბამისად, გამარჯვებულიც ის არის. სატენდერო კომისია განიხილავს აღნიშნული კომპანია რამდენად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შემდგომ სხვა პროცედურებზე გადავალთ. ხვალ კომისია გააფორმებს ოქმს. გადავხედავთ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში დაზუსტებას მოვითხოვთ. "-აღნიშნა საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.

მისივე თქმით, თუკი კომპანია ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს და პირობებს დააკმაყოფილებს, ხელშეკრულებას გაუფორმებენ. შეგახსენებთ, რომ გზაგამყოფის დემონტაჟისთვის ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა.


| Print |
FaceBook Twitter Google