ინფრასტრუქტურა
ექნება თუ არა გურჯაანს საცურაო აუზი ზაფხულისთვის
სანაპიროს ქუჩაზე მდებარე დახურული აუზის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.


აუქციონში გამარჯვებული ნოდარ ფირანიშვილის თქმით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.
"ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. აუზი უკვე დამთავრებულია, მხოლოდ შიდა კოსმეტიკაა ჩასატარებელი. შევიძინეთ წყლის ავზი და ორთქლის ქვაბიც. უკვე შევუკვეთეთ სახურავი. კედლებს რკინის კოსტრუქციით ვაკეთებთ. ცოტა ხანში მოვიტანთ ე.წ `სენდვიჩებს~, რითაც მისი შეფუთვა მოხდება. ვადებში აუცილებლად ჩავეტევით. ცოტა ფინანსები გვაქვს მოსაძიებელი, თორემ უფრო ადრეც დავამთავრებდით."-აღნიშნა მან.



შეგახსენებთ, რომ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ღია აუზი წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო დაბინძურებული. მისი რეკონსტრუქცია გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წლის 13 ივნისს უნდა დასრულდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google