2009 წელს ქალაქ გურჯაანში საუკუნის პროექტი _
წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია _ დაიწყო. პირველ ეტაპს
კომპანია "თბილმრეწვმშენი 3" ახორციელებდა. როგორც "სპექტრისთვის"
გახდა ცნობილი, დამკვეთმა _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდმა (მგფ) უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები არ ჩაიბარა,
მიუხედავად ამისა, მეორე ეტაპი მაინც დაიწყო, რომელსაც ამჟამად უკვე
კომპანია "სერპანტინი" ახორციელებს. მიმდინარე პროექტის შესახებ
ამომწურავი ინფორმაცია `სპექტრმა~ ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან
და ვერც მგფ-დან მიიღო.
საუკუნის პროექტი
ქალაქ გურჯაანში ხელისუფლების მიერ "საუკუნის პროექტად" შეფასებული
წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია, 2009 წლიდან დაიწყო და გეგმის
მიხედვით, 2012 წლის თებერვალში დასრულდება. მუნიციპალური
განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებ.გვერდზე (www.mdf.ge)განთავსებული
ინფორმაციის მიხედვით, აღდგება გურჯაანის წყალმომარაგების
ოცდაათკილომეტრიანი ქსელი და მაგისტრალზე მოეწყობა ინდივიდუალური
დაერთების განშტოებები. გარდა ამისა, მოხდება 4 რეზერვუარის სრული
რეაბილიტაცია და ახალი საქლორატოროს მშენებლობა. ქალაქის 10 ათასი
აბონენტი პროექტის დასრულების შემდეგ წყალს ყოველდღიურად 8-ათსაათიანი
გრაფიკით მიიღებს, მაშინ როცა წლებია კვირაში მხოლოდ ორჯერ
მიეწოდებათ. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 1,9 მლნ ლარია
გახარჯული, მეორე ეტაპისთვის კი 2,2 მლნ ლარია განსაზღვრული.
დაწუნებული პირველი ეტაპი
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
პირველი ეტაპი 2010 წლის ბოლოს დასრულდა. აღნიშნული პროექტის
ფარგლებში კომპანია "თბილმრეწვმშენ 3"-მა თამარ მეფის, დავით
აღმაშენებლისა და იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე წყლის მილები ამოცვალა და
ასფალტის საფარი დააგო, რომლისთვისაც 1,9 მლნ ლარი იყო განსაზღვრული
(წყარო:www.mdf.ge). მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ
გურჯაანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი ისე დაიწყო,
რომ `საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა" პირველი ეტაპი არ
ჩაიბარა და შემსრულებელი კომპანიაც შეცვალა. მიზეზად კი უხარისხოდ
შესრულებული სამუშაოები სახელდება. ამ ფაქტს, კომპეტენტური პირები
კერძო საუბრებში ადასტურებენ, თუმცა ოფიციალური კომენტარისგან თავს
იკავებენ. როგორც გაირკვა: "მუნიციპალური განვითარების ფონდმა,
პირველი ეტაპის სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არ
ჩაიბარა, რადგანაც "თბილმრეწვმშენ 3"-ის წარმომადგენლებმა, ჩინური
წარმოების წყლის ტუმბო შეიძინეს, რომელიც ვერ დამონტაჟდა.
შესაბამისად, სხვა სახის სამუშაოებიც უხარისხოდ შესრულდა." აღნიშნულ
პრობლემებთან დაკავშირებით თავად კომპანია "თბილმრეწვმშენ 3"-ის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გენო ნიჟარაძეს ვესაუბრეთ. იგი
ჩინური წარმოების ტუმბოს შეძენის ფაქტს ადასტურებს, თუმცა,
განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა, დანარჩენი სამუშაოები ხარისხიანად
არის შესრულებული.
"აბონენტთა გამრიცხველიანება ჩვენ არ გვეხებოდა. ტენდერის
პირობების მიხედვით, წყალსადენი მილები, ჭები და ნასუსები
გამოვცვალეთ, ასევე მოხდა ასფალტის დაგებაც, რომლისთვისაც 1 მილიონ
700 ათასი ლარი გაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მონიტორინგს
ყველა _ დიდი თუ პატარა, უწევდა: მგფ-ის მიერ შექმნილი კომისია,
გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და ასევე საქართველოს წყლის კომპანიის
წარმომადგენლობა. მინდა გითხრათ, რომ სამუშაოების შესრულების დროს
გარკვეული პრობლემები შეგვექმნა _ ჩინეთიდან წყლის ტუმბო შეცდომით
ჩამოგვივიდა, რომელიც ვერ დამონტაჟდა. ამის გამო, ხელშეკრულება
დაირღვა და ფონდმა, 550 ათასი ლარით დაგვაჯარიმა. თუმცა, ეს არ
ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. პროექტის
დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენმა კომპანიამ მგფ-ს,
მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ანგარიში
ჩააბარა,"_გვითხრა გენო ნიჟარაძემ.
პირველი ეტაპის სამუშაოებს მონიტორინგს ადგილობრივი ხელმძღვანელობაც
რომ უწევდა, ამას "სპექტრთან" საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილე გიორგი პეტრუზაშვილიც
ადასტურებს. "რეაბლიტაცია 2009 წელს დაიწყო, რომელიც
პირველი რიგის სამუშაოებს ითვალისწინებდა, როგორიცაა: ქალაქ გურჯაანში
წყალმომარაგების მაგისტრალზე მილსადენის შეცვლა, სათავე ნაგებობაზე
წყალშემკრები "ბასეინების" აღდგენა და ასევე ამ სათავე ნაგებობებზე
ელექტროძრავის და ტუმბოს შეცვლა. პროექტი მგფ-ის დაკვეთითა და
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, მაგრამ მონიტორინგს ჩვენც
ვუწევდით. ამ ეტაპზე კი, როგორც უკვე მოგეხსენებათ, ფაქტობრივად,
ქალაქ გურჯაანის წყალმომარაგების მთელი სისტემა "საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ საკუთრებაშია. ანუ, ამჟამად
მონიტორინგი მთლიანად აღნიშნული კომპანიის პრეროგატივაა. ჩვენ მხოლოდ
ის გვინდა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება უკეთ და მალე
მოგვარდეს," _ გვითხრა გიორგი პეტრუზაშვილმა.
როგორც აღმოჩნდა, პირველი ეტაპის სამუშაოებს გამგეობის წა
რმომადგენლები მონიტორინგს ისე უწევდნენ, რომ ინფრასტრუქტურის
სამსახურმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, არადა პირველ რიგში საქმის
კურსში სწორედ აღნიშნული სამსახური უნდა ყოფილიყო. არქიტექტურის,
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფეროსი
ირაკლი მინდიაშვილი `სპექტრთან~ პირად საუბარში განმარტავს, რომ
პირეველი ეტაპის მონიტორინგს მხოლოდ "მუნიციპალური განვითარების
ფონდი~ ახორციელებდა. "თვითონ ფონდის მიერ იყო კომისია
შექმნილი და ხარისხის მონიტორინგსაც ისინი აკეთებდნენ. ფინანსებიც
მათი იყო და სწორედ ამიტომ არ ვახდენდით შემოწმებას, ეს ჩვენს
კომპეტენციაში არ შედიოდა. შესაბამისად, არ ვიცი როგორია ხარისხი და
მგფ-მა მართლა დაიწუნა თუ არა."_ გვითხრა ირაკლი
მინდიაშვილმა. მაგრამ როცა "სპექტრის" ჟურნალისტმა ოფიციალური
კომენტარისთვის მიმართა, მან განუცხადა: "გაფრთხილებული
ვარ ამ საკითხზე არ გესაუბროთ, ამიტომ შეგიძლიათ გამგებლის მოადგილეს
გოგა პეტრუზაშვილს მიმართოთ."
მგფ-ის მიერ გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია
აღნიშნული საკითხის გასარკვევად, "სპექტრი" "საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდსაც" დაუკავშირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელის
მარიამ ტუღუშის მითითებით, ოფიციალური მიმართვა ელექტრონული ფოსტით
გადავუგზავნეთ. გთავაზობთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს: "1. რომელი
წლიდან დაიწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაცია? 2. რა თანხაა გამოყოფილი აღნიშნული სამუშაოებისთვის და
ვის მიერ (პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის რამდენი გაიხარჯა და ცალკე
რამდენია განსაზღვრული მეორე ეტაპისთვის)? 3. პროექტის
თანადაფინანსებას ახორციელებდა თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება და რა
პროცენტით? 4. პირველი ეტაპის სამუშაოები როდის დასრულდა და რომელმა
კომპანიამ შეასრულა? 5. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, რა
კრიტერიუმებით მოხდა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შერჩევა (რა
პირობებით და როდის ჩატარდა ტენდერი)? 6. რა დროისთვის უნდა
დასრულებულიყო პირველი ეტაპის სამუშაოები და რეალურად რამდენ ხანს
გაგრძელდა? 7. ვინ და რა პერიოდულობით ახორციელებდა შესრულებული
სამუშაოების მონიტორინგს? 8. პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენად
ხარისხიანად შესრულდა? 9. ხარვეზებზე ვინაა პასუხისმგებელი და ვინ
გამოასწორებს მას? 10. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვის
ევალებოდა სამუშაოების ჩაბარება? 11. არსებობს თუ არა
მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისი დოკუმენტაცია? გთხოვთ
გამოგვიგზავნოთ ასლები. 12. რატომ ასრულებს მეორე ეტაპის სამუშაოებს
სხვა კომპანია? იყო თუ არა ეს თავიდანვე დაგეგმილი? 13. შეესაბამება
თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირველი ეტაპის
სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა? 14. რატომ დაიწყო მეორე ეტაპის
სამუშაოები ხარვეზების აღმოფხვრამდე? 15. ჩვენი ინფორმაციით, პირველი
ეტაპის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "თბილმრეწვმშენი 3"
სამუშაოებიდან მოხსნის გამო სასამართლოში გიჩივით. რა კომენტარს
გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?" იმავე დღეს მარიამ ტუღუშისგან
ასეთი შინაარსის პასუხი მივიღეთ: "თქვენი ელექტრონული
ფოსტით გადმოგზავნილი 2011 წლის წერილის #46 პასუხად, რომლითაც ითხოვთ
ამ წერილში მოცემული ინფორმაციის გაცემას, მოითხოვს მნიშვნელოვანი
მოცულობის ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას, ამდენად მათი
მომზადება-გაცემისთვის საჭიროა ათდღიანი ვადა, რის თაობაზეც გაცნობებთ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციის კოდექსის 40.1 მუხლის ბ
ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე
გთხოვთ ათი დღის განმავლობაში გამოაგზავნოთ წერილის ორიგინალი."
მიმართვის ორიგინალი, საქართველოს ფოსტით "მუნიციპალური
განვითარების ფონდს" "სპექტრმა" იმავე დღეს გაუგზავნა. ათდღიანი ვადის
გამოყენების გამო ვიმედოვნებდით, რომ კითხვებზე ამომწურავ პასუხს
მივიღებდით და შესაბამისად, სტატიის მომზადებაც მომავალი ნომრისთვის
გადავდეთ. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას
პასუხი არ გასცეს. მათ გვაცნობეს, რომ: "პროექტი
განხორციელდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ამდენად საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ვ)
ქვეპუნქტის თანახმად, თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ
ვრცელდება ზემოთ აღნიშნული კანონის მოქმედება და იგი არ განეკუთვნება
ღია საჯარო ინფორმაციას, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას
მოგაწოდოთ მიმართვაში მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტაციის
ასლები..."
აღნიშნულ პასუხს ხელს აწერს საჯარო ინფორმაციის
გაცემაზე პასუხისმგებელი პირი-რ. ბლუაშვილი. "სპექტრისთვის"
გაურკვეველია, თუკი ეს ინფორმაცია არ იყო საჯარო, რატომ მაშინვე არ
დაგვიბრუნეს პასუხი და რისთვის მოითხოვეს ათდღიანი ვადა?! სწორედ
ამიტომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართეთ.
თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვლი განმარტავს, რომ
მნიშვნელოვანია გაირკვეს, ჩამოთვლილი და გამოთხოვილი ინფორმაცია
მიეკუთვნება თუ არა სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
"განგიმარტავთ, რომ შეიძლება ადგილი აქვს კანონის არასწორ გაგებას ან
მის არასწორად გამოყენებას. თქვენ შეგიძლიათ ამ საკითხზე მიმართოთ
სასამართლოს და მისი საშუალებით ეცადოთ მიიღოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა საერთოდ
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თუ აღნიშნული სამუშაოები ტარდებოდა
სხვა მიზნობრივი, სახელმწიფო სახსრებიდან, ეს ინფორმაცია ფონდს
აუცილებლად უნდა მოეცა," _ გვითხრა მარეხ
მგალობლიშვილმა.
ქალაქ გურჯაანის წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები
რომ სწორედ მიზნობრივი ტრანსფერით შესრულდა, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური სამსახურის უფროსი ნინო
ქაჩლიშვილიც ადასტურებს. მისი განმარტებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს
მიიღეს მთავრობის განკარგულება, რომელშიც საუბარია ცენტრალური
ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფაზე: "მთავრობა ჩვენ
გვაძლევს ამ პროექტის ღირებულების 20%-ს. თანხა 438 ათას 700 ლარს
შეადგენს. ეს იქნება მიზნობრივი ტრანსფერი, რომლითაც მუნიციპალიტეტი
დააფინანსებს სამუშაოების 20%-ს. მუნიციპალიტეტი ასევე იღებს სესხს
მგფ-დან, პროექტის სამუშაოების 50%-ის შესასრულებლად, დარჩენილ 30%-ს
კი თვითონ მუნიციპალური განვითარების სააგენტო დაფარავს. ჩვენი
ვალდებულება სესხთან და მიზნობრივ ტრანსფერთან ერთად შეადგენს 70%-ის
დაფინანსებას. მგფ-დან აღებული სესხის დაფარვა 10 წლის განმავლობაში
ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ. ამაზეც საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების
თანხმობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ გვაქვს," _ თქვა
"სპექტრთანნ" საუბარში ნინო ქაჩლიშვილმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის განმარტებით, მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული
ნებისმიერი ხელშეკრულება ფორმდება საკრებულოს თავჯდომარისა და
საკრებულოს მიერ.
"კონკრეტულ შემთხვევაში მგფ-თან დაიდო ხელშეკრულება, რომ ეს
ფონდი დახარჯავს გარკვეულ თანხას გურჯაანის წყლის ქსელის
რეაბილიტაციისთვის და იქიდან ნაწილს ჩვენ, მუნიციპალიტეტი, ვაღიარებთ
როგორც სესხს, რომელსაც ნელ-ნელა პროცენტებით დავფარავთ. იმისთვის,
რომ მუნიციპალიტეტმა სესხი აიღოს, საჭიროა მთავრობის დადგენილება.
ამის გარეშე სესხის აღება უკანონოა," _ ამბობს ზაქარია
იაგანაშვილი და ფინანსური სამსახურის უფროსის ნინო ქაჩლიშვილისგან
განსხვავებით ირწმუნება, რომ ეს ნებართვა უკვე
მიიღეს. "ჩვენ ვთხოვეთ მთავრობას, რომ ამის უფლება
მოეცა. ეს ნებართვა მივიღეთ. ამის შემდეგ საკითხი საკრებულოზე
განვიხილეთ და დავდეთ ხელშეკრულება მგფ-თან. დანარჩენი უკვე ამ
ორგანიზაციამ განახორციელა: ხარჯთაღრიცხვა და ტენდერის გამოცხადება.
შესაბამისად, გამარჯვებულმა კომპანიამ პირველი ეტაპის სამუშაოები
დაიწყო. შემდეგ, ჩემი ინფორმაციით, გამგებელი და გამგეობა ეტაპობრივად
ახდენს მის მიღება-ჩაბარებას."
როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია
"სპექტრთან" საუბარში განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით
შესაძლებელია, სამუშაოები დაიწყოს და მუნიციპალიტეტმა თანხმობა სესხის
შესახებ მოგვიანებით მიიღოს. თუმცა, არსებობს გარკვეული
რისკებიც. "ორი კანონის ნორმა უნდა მოვიშველიოთ. ერთი,
ეს არის შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც
სამუშაოს შემსრულებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება ძირითადად
სამუშაოს შესრულების, მიღება-ჩაბარების შემდეგ. კანონმდებლობის
მიხედვით დასაშვებია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს სამუშაოს
დასრულებისას. მეორე მარეგულირებელი ნორმა არის საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლის მიხედვითაც სესხის აღება
თვითმმართველობას დამოუკიდებლად არ შეუძლია, თუ მან ცენტრალურ
ხელისუფლებას არ შეუთანხმა. ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო,
როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანო, ამ სესხის აღებასთან
დაკავშირებით თანხმობის მიმცემ ორგანოდაა განსაზღვრული. ამიტომ
ამგვარი ქმედება დასაშვებია ორივე ნორმის შემთხვევაში. თუმცა,
არსებობს გარკვეული რისკი, რადგან თუ ცენტრალური ხელისუფლება უარს
ეტყვის ადგილობრივ თვითმმართველობას სესხის თაობაზე, მას მოუწევს
დამატებითი რესურსების მოძიება იმისთვის, რომ ეს 50% დაფაროს. თუმცა
თუ 20%-იანი მიზნობრივი ტრანსფერი ამ კონკრეტული სამუშაოებისთვის
ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე განსაზღვრულია, ეს იმას
ნიშნავს, რომ ფორმალურად ცენტრალურ ხელისუფლებას ამის შესახებ
გადაწყვეტილება მიღებული აქვს," _ აღნიშნავს დავით
ნარმანია.
მისივე თქმით, სამუშაოების ეტაპობრივად განხორციელების შემთხვევაში,
ასევე ეტაპობრივად ხდება მონიტორინგი შემსყიდველი ორგანიზაციის
მხრიდან და საჭიროების მიხედვით ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარების
აქტი, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მგფ-მა იმ მიზეზით არ მოგვაწოდა,
რომ არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციას. თუმცა, საპირისპიროს
ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში. "თუ აღნიშნული
დოკუმენტი არსებობს, ეს ინფორმაცია არ არის დახურული, საჯაროა და
აუცილებლად უნდა მოეწოდებინათ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი
მიღება-ჩაბარების აქტი ფიზიკურად არ არსებობს, ბუნებრივია, ვერ
მოგცემდნენ," _ განმარტავს დავით ნარმანია.
დაწუნებული სამუშაოების მიუხედავად დაწყებული მეორე
ეტაპი
ამჟამად ქალაქ გურჯაანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე
ეტაპი (გამრიცხველიანება) მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია
"სერპანტინი" ახორციელებს. მონიტორინგს, პირველი ეტაპისგან
განსხვავებით, "მუნიციპალური განვითარების ფონდის" ნაცვლად,
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უწევს.
აღნიშნული ორგანიზაცია 2010 წლის 14 იანვარს შეიქმნა, რომლის
სტრუქტურაშიც სათაო ოფისი, 6 რეგიონული ფილიალი და 53 სერვისცენტრი
შედის. ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს თანხმობის საფუძველზე მოხდა. საქმე იმაშია, რომ რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ქვეყნის რეგიონების
მასშტაბით, საკუთრების უფლებით უძრავი ქონება გადასცა. იგი ნაწილობრივ
ამორტიზებულ და მიტოვებულ ობიექტებს მოიცავს, რომელიც
წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მომსახურებას (წყალსაცავები,
ჭაბურღილები, საფილტრი ავზები და სხვა) ახორციელებდა. სამუშაოების
მიმდინარეობისას წარმოქმნილ ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ
"სპექტრი" არაერთხელ წერდა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დასრულებულია
სათავე ნაგებობის მშენებლობა და სატუმბი სადგურის სრული რეაბილიტაცია.
(water.gov.ge).
მასალის გამოყენების პირობები