ონლაინმედიას პარლამენტში მუშაობა ამ დრომდე აკრძალული აქვს
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც ეხებათ.

ხელისუფლება განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია.

ამ დროისთვის, საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის, კომიტეტთა სხდომებზე, მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები დაიშვებიან.

საქართველოს ჟურნალიტური ეთიკის ქარტიამ, ჯერ კიდევ, 15 აპრილს მიმართა, რათა მედიისთვის მუშაობის უფლება მიეცა.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიებთან დაკავშირებით; უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ მედიასაშუალებების მიმართ და მისცეს მათ პარლამენტში მუშაობის საშუალება. ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.

| Print |
FaceBook Twitter Google