პოლიციამ ალეკო ელისაშვილი მანქანაში ძალით ჩასვა - დაკავებულია აქციის ორი მონაწილე
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პოლიციას არ შეუძლია მოქმედი დეპუტატის დაკავება.

ამ დროისთვის, სამართალდამცავების მიერ აქციის ორი მონაწილეა დაკავებული.

„მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს“, - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google