კი ევროპას, არა რუსულ კანონს - ფართომასშტაბიანი აქციების მესამე დღე
უკვე მესამე დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

კი ევროპას, არა რუსულ კანონს! აქცია კვლავ გრძელდება. მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს.

დემონსტრანტებს უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

83 მომხრე, 0- წინააღმდეგი. რუსული კანონი პირველი მოსმენით დღეს ამ შედეგით მიიღეს, სამდღიანი ფართომასშტაბიანი აქციისა და მოქალაქეთა უდიდესი პროტესტის მიუხედავად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ცდილობს რუსული კანონის ევროპული წარმომავლობის დასაბუთებას და არაერთი პარტნიორი ქვეყნისა და ევროპული სტრუქტურის გაფრთხილების მიუხედავად, რომ საქართველომ ამ კანონით, შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაკარგოს, საპარლამენტო უმრავლესობა განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული კანონი არ დააბრკოლებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

15-17 აპრილის აქციებზე სამართალდამცავებმა დააკავეს ჯამში 32 მოქალაქე. 16-17 აპრილის ღამეს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ არაერთ მომიტინგეს და მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებებიც გამოიყენეს.

| Print |
FaceBook Twitter Google