საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა სოფლის მოსახლეობისთვის - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ისუზუს მარკის 10 ახალი ავტობუსი შეიძინა. როგორც speqtri.ge-ს მერიაში განუცხადეს, მუშავდება რამდენიმე ახალი მარშრუტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში ივლის.

„მერიამ შეიძინა M3 ტიპის 10 ახალი ავტობუსი, რომელიც ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება. შესაბამისად, დადგენილება, რომელიც მარშრუტებთან დაკავშირებით გურჯაანის საკრებულომ 2022 წელს მიიღო დადგენილება, რომელიც გათვალისწინებული იყო M2 ტიპის ტრანსპორტისთვის, და არ ვრცელდება M3 კატეგორიის ტრანსპორტზე, რომელიც მერიამ შეიძინა.
შესაბამისად, ავტობუსების მოძრაობის განრიგი მუშავდება, და შედგება ისე, რომ ყველა სოფლის მოსახლეობა თანაბრად ისარგებლებს .“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე თქმით, თუკი უშუალოდ ავტობუსების მუშაობის პროცესში მოძრაობის განრიგში ხარვეზები გამოიკვეთება, მარშრუტები დაკორექტირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google