დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო
მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე, ზედა ზღვარი დაწესდა.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობისთვის
ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო
გაზრდას ისახავს მიზნად.
მათივე თმით, DRG ( დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) დაფინანსების
პირობებში, მაშინ, როცა პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი
გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა (0-30%), რიგ შემთხვევებში
თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს, აღნიშნული
გადაწყვეტილებით კი, დაწესებულ ზედა ზღვარზე მეტის გადახდა პაციენტს
არ მოუწევს.
პირობები შემდეგია:
• საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება - 10% -
მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (მაგალითად, თუ მომსახურების სრული
ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაცინეტი იხდის მხოლოდ 500
ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)
• 0-5 წლის ბავშვები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები
და სტუდენტებისთვის - 20% - არაუმეტეს 1000 ლარისა; (მაგალითად, თუ
მომსახურების სრული ღირებულების 20 % აღემატება 1000 ლარს, პაცინეტი
იხდის მხოლოდ 1000 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს
სახელმწიფო.)
• საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30% - არაუმეტეს 1500
ლარისა. (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 30 %
აღემატება 1500 ლარს, პაცინეტი იხდის მხოლოდ 1500 ლარს, დარჩენილ
თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)
• ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით
განსაზღვრულ ლიმიტს - 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ
დარჩება უცვლელი, კერძოდ: სხვაობა ღირებულებასა და ლიმიტს შორის.
მასალის გამოყენების პირობები