2022 წლის 1-დან 27 ივლისის ჩათვლით ზღვისპირა ქალაქი ქობულეთი
მასპინძლობს ხელოვნების მე -18 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი
"ნარინჯისფერი ქობულეთი" მიმდინარეობს. მასში
მონაწილეობდნენ
გურჯაანის
მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები,
რომლებმაც პირველი ადგილი მოიპოვეს.
ესენი არიან: ანსამბლი
"მხედრული"
(ქორეოგრაფები: ომარ და მალხაზ
მირიანაშვილები) და
ანსამბლი "სანაგირე" (ქორეოგრაფები: ილია შოშიაშვილი და ელზა
პაპოშვილი).
როგორც ელზა პაპოშვილი ამბობს, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო
ფესტივალი იყო.
„ანსამბლმა „სანაგირემ“ მიიღო უმაღლესი შეფასება. შესაბამისად, ჟიურიმ
ერთხმად დაასახელა, როგორც პირველი ადგილის მფლობელი. საგულისხმოა ის,
რომ ჟიურიში იყვნენ, როგორც ქართველი შემფასებლები, ისე სხვა ქვეყნის
წარმომადგენლები. ანსამბლიდან სულ 30 მოცენკვავე გვყავდა წაყვანილი.
ჩვენ სხვა დროსაც მიგვიღია არაერთ ფესტივალში მონაწილეობა, მაგრამ ეს
იმით იყო განსხვავებული, რომ არის ფესტივალ-კონკურსი და თითოეული
ნომერი ფასდებოდა ქულით.“ - უთხრა speqtri.ge-ს ანსამბლ „სანაგირეს“
ქორეოგრაფმა ელზა პაპოშვილმა.
გურჯაანის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „ფესტივალ-კონკურსის მიზანია
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია, საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება
და წარმოჩენა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შემოქმედებითი
ჯგუფების დაახლოება და გამოცდილებათა გაზიარება. პატარებსა და
მოზარდებში ხელოვნების სიყვარულის გაღვივება.“
მათივე ცნობით, ფესტივალში
მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
მოქმედმა, ისე საზღვარგარეთ მოღვაწე წამყვანმა ვოკალურმა,
ფოლკლორულმა, თეატრალურმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა.
მასალის გამოყენების პირობები