ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ყავს და არც ეყოლება
პრემიერმინისტრის თქმით, პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ყავს და არც
ეყოლება.
მისი შეფასებით, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების,
სააკაშვილის დროს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არა თუ იჭერდა
ადამიანებს, ხვრეტდა და აწამებდა, ართმევდა სახლებს, ბიზნესებს და
ანადგურებდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ეპოქა დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა.
"პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები
იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომელიც
პოლიტიკური ნიშნით არა თუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა და აწამებდა,
ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ანადგურებდა ადამიანებს. ეს ეპოქა
დასრულდა და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის სტანდარტები, რომელიც
დატოვა პოლიტიკაში, პოლიტიკურ გუნდში ბატონმა ივანიშვილმა, დიახაც,
ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები დღეს. იმ პოლიტიკის
გამაგრძელებლები დღეს, რომლებიც ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც დაიწყო მან
ათი წლის წინ. ეს ეხება ევროპულ ინტეგრაციას, მედია თავისუფლებას,
აღარ ჩამოვთვლი და თავს აღარ შეგაწყენთ. ჩვენ გვაქვს ხელშესახები
რამდენიმე კონკრეტული შედეგი: ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი,
თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც
სააკაშვილის პირობებში ოცნებაც არ შეიძლებოდა. დღეს რომ სააკაშვილი
ყოფილიყო, ქვეყანა აღარ იქნებოდა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ არავითარი
პერსპექტივაც არ გვექნებოდა. გაცხადებულად, დეკლარირებულად ისინი
მიექანებოდნენ სხვა მიმართულებით. სამი წელი ასოცირების შეთანხმების
კონსულტაციების პროცესი იყო გაჭიანურებული. ჩვენ მოვედით, ჩვენ
დავიწყეთ, ჩვენ მოვაწერეთ, ჩვენ გავაკეთეთ. უვიზო რეჟიმი და
ასოცირებული შეთანხმების პროცესი უკრაინას მანამდე ჰქონდა დაწყებული,
ჩვენამდე. ჩვენ ამხელა პროგრესი გავაკეთეთ და რეალური შედეგები
მოვუტანეთ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები